იდეალური დუეტი: ალონსო-მოდრიჩი

გუშინდელ შეხვედრაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ზოგმა შემტევი ფეხბურთელების დიდოსტატობა შეაქო, ზოგმაც მცველები გააკრიტიკა, მწვრთნელსაც ბევრი მოხვდა ამდენი გაშვებული გოლის გამო და დიეგო ლოპესსაც (მიუხედავად იმისა, რომ ორივე გოლი თერთმეტმეტრიანი გაუტანეს). ამასობაში მხედველობიდან გამოგვრჩა ჩაბი ალონსოს დაბრუნება, რომელმაც მოდრიჩთან ერთად ბრწყინვალე, იდეალური დუეტი შექმნა.


გასულ წელს ლუკა ძალიან ცუდ ფორმაში იყო, რაც ადაპტაციას ბრალდებოდა და მხოლოდ სეზონის მიწურულს მოახერხა თავის გამოჩენა თეთრი მაისურით. მიმდინარე სეზონში კი ის მადრიდის რეალის ნახევარდაცვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. სწორედ მან შეითავსა ე.წ. დირიჟორის (მაესტროს) ფუნქცია მესუთ ოზილის წასვლის შემდეგ და არა ისკომ, როგორც ამას ყველა ელოდა. ხორვატი დღითიდღე უმტკიცებს ყველას, რომ კოლოსალური თნხა, რომელიც მასში სამეფო კლუბმა გადაიხადა წყალში არ გადაყრილა. მიუხედავად მისი ბრწყინვალე ასპარეზობისა, ნახევარდაცვის ცენტრი სამეფო კლუბში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ვერც ხედირამ (რომელიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს მოედანზე), ვერც ილარამენდიმ (რომელიც ძალიან ჰგავს ჩაბის, მაგრამ ეტყობა, რომ გამოცდილება არ ჰყოფნის) და ვერც ამპულა შევლილმა სერხიო რამოსმა, ვერ მოახერხეს მისი გამაგრება.

გუშინ კი დიდ ხნიანი შესვენების შემდეგ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ასპარეზობა ჩაბი ალონსომ. გასული სეზონის ბოლოს ბასკი თავის თავს არ ჰგავდა. არც ართმევა გამოსდიოდა, არც პასი და საკუთარი კოზირი, სტაბილურობაც დაკარგა. ყველა ასაკს აბრალებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა. სამეფო კლუბის 14-იანს თურმე სერიოზული ტრავმა აწუხებდა და მისი ცუდი თამაშიც მეტწილად ამით იყო განპირობებული. ახლა კი ჩამშლელი სრულიად განიკურნა და მზად არის კვლავ შეუდგეს მოვალეობის შესრულებას და გახდეს ნახევარდაცვის ბურჯი. მართალია, ფიზიკური კონდიციები ჯერ ხელს არ უწყობს, რომ 90 წუთი გაატაროს მოედანზე, მაგრამ გუშინდელმა ერთმა ტაიმმაც კი ცხადჰყო მისი მნიშვნელობა სამეფო კლუბში.

პირველ ტაიმში რაიო ცდილობდა შეტევას, მაგრამ ნახევარდაცვა მთლიანად ჩაბის ჰქონდა გადაკეტილი და უსუსური შეტევებით თუ გამოიჩენდნენ თავს სამეფო კლუბის მოწინააღმვდეგეები. თამაშიდანვე გამოჩნდა, რომ ჩაბი და ლუკა კარგად უგებენ ერთმანეთს მოედანზე, სწორედ მათი წყალობით მოახერხა რეალმა ბურთის დაჭერა და საკუთრი შეტევების ორგანიზება. ამ წყვილს კიდევ აკლდა ერთი ფეხბურთელი, რომელიც უფრო წინ უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ ამისათვის გამოიყვანა ანჩელოტიმ დი მარია, მაგრამ არგენტინელის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი იყო. მიუხედავად ამისა მოდრიჩმა და ალონსომ პირველ ტაიმში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და თეთრებიც დამაჯერებლად იგებდნენ.

მეორე ტაიმში კი ყველაფერი შეიცვალა. ალონსოს მაგივრად ილარა შემოვიდა, რომელიც ძალიან მომწონს და თუ ვინმე მოახერხებს ჩაბის სრულფასოვნად ჩანაცვლებას, დარწმუნებული ვარ სწორედ ილარა იქნება. მიუხედავად ამისა, 23 წლის ნახევარმცველს გამოცდილება არ ჰყოფნის, რომ ალონსოს როლი იტვირთოს. სწორედ ამით ისარგებლეს რაიოს ფეხბურთელებმა და მათი შეტევების შემჩერებელი აღარავინ იყო. მატჩის მეორე ნახევარი სამეფო კლუბმა ნახევარდაცვის ცენტრში წააგო და არა საჯარიმოს მისადგომებთან. რაიოს ფეხბურთელები ადვილად ახერხებდნენ მოედნის ცენტრის გადალახვას, იმ ადგილს, რომელიც წარმოადგენს ბუფერულ ზონას, რომელმაც უნდა შეაყოვნოს მეტოქე და საშუალება მისცეს მცველებს მოემზადონ იერიშის მოსაგერიებლად.

იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ჩაბი სრულფასოვნად აღიდგენს ფორმას და კონტრაქტსაც გაახანგრძლივბეს სამეფო კლუბთან. ამასობაში კი ასიერ ილარამენდიც წამოიზრდება და თავისი კუმირისგან მიიღებს უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას. dle 10.1

  • SunSay
  • 3 ნოემბერი 2013
  • 3378
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)