დაცვას მიხედეთ, დაცვას

ვფიქრობ, სანამ სამეფო კლუბის თამაში იდეალურს მიუალოხვდება, ურიგო არ იქნება, ყოველი მატჩის შემდეგ დაშვებული შეცდომების სიღრმისეულად განხილვა.


ალბათ, აჩელოტის უნდა დავეთანხმოთ, როდესაც ამბობს, რომ გუნდი პროგრესირებს.ეს ყველაზე მეტად, შეტევით პოტენციალის ეტყობა, თუმცა რა ხდება თავდაცვის რგოლში, ამაზე ჯერჯერობით პასუხი არავის აქვს.ეჭვი მრჩება, რომ ამაჟამად „ბლანკოსში,“ პროგრესი და რეგრესი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ვალეკასზე“ გამართულ მატჩში, „რეალმა“ კიდევ ერთხელ გაგვაოცა.მეორე ტაიმის საწყის წუთებში, მეგონა, გასულ კვირაში, „სევილიასთან“ შემდგარი თამაშის ჩანაწერს ვუყურებდი.არვიცი, 3 ბურთიანი ჰანდიკაპის დროს ფეხბურთელები მოდუნებას ეძლევიან თუ პასუხისმგებლობას იხსნიან, მაგრამ ფაქტი ერთია, ანჩელოტის ბიჭები რა სისწრაფითაც იტანენ პირველ სამ ბურთს, შემდეგ ანალოგიური სისწრაფით ისჯებიან.

ანდალუსიელებთან, მეტოქის წარმატებული თამაში შეტევაში, გარკვეულწილად, არბელოასამ საშინელმა წარმოდგენამ და მსაჯის უხეშმა შეცდომებმა განაპირობეს, თუმცა ამათ გარდა, რიგ ეპიზოდებში, კვლავ ჩავარდა გუნდის დაცვითი პოტენციალი.რაც შეეხება თანაქალაქელებთან შერკინებას, აქ არც არაობიექტური რეფერი მსაჯობდა და არც ალვარო იყო მოედანზე.ესეიგი, პრობლემა არც ისე ზედაპირულია, როგორც ჩვენ გვეჩვენება.

განვლილ მოგებულ თამაშში, სამეფო კლუბს ძალიან დააკლდა სამი ხედირა, რომლის არყოფნაშიც, ფაქტიურად შავ სამუშაოს ვერავინ ასრულებდა.სანამ პირველ ტაიმში ჩაბი მოედანზე გახლდათ, პრობლემებიც ნაკლები იყო, თუმცა შესვენების შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ნომინალური ჩამშლელის გარეშე ასპარეზობა, უბრალოდ არ შეგვიძლია.

ვგონებ, კარლოს ტაიმებს შორის 15 წუთიანი პაუზის დროს, სრულად უნდა გაენალიზებინა მოსალოდნელი საფრთხეები და პრევენციისთვის მწვანე მინდორზე არა ილაირა, არამედ ხედირა უნდა შემოეშვა.პირადად მე, ასიერის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ ამ ეტაპისთვის, ბასკმა ჯერ კიდევ ვერ იპოვა თავისი ადგილი გუნდის კალაპოტში.უხეშად რომ ვთქვათ, ის ზრდის პროცესშია და არ არის მზად ასეთი პასუხისმგებლობისთვის.მან ვერანაირად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.მეტიც, რიგ ეპიზოდებში, უკმაყოფილო თანაგუნდელები, მისთვის მითითებების მიცემას არ ერიდებოდნენ.

ჩემი აზრით, გერმანელი ნახევარმცველის მატჩში ჩართვით, მეტოქის შეტევები ასეთი მწვავე ვერ იქნებოდა.როდესაც „რეალი“ მთლიანად თავდაცვაზე გადაერთო, ძალიან დაეტყო ყველაზე მშრომელი ბიჭის უქმობა.

ამასთნავე მინდა აღვნიშნო, რომ „რაიოსთვის“ იმედის ჩასხვაში დიდი წვლილი მიუძღვის პეპეს, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, უდავოდ კარგავს თავის დიდებას.შენებული რეაქციებით, პორტუგალიელი იმდენად შედეგიანია აღარაა გუნდისთვის, როგორიც ადრე იყო.

ასევე უნდა ითქვას, რომ დაცვითს არასტაბილური თამაში, გარკვეულწილად ხშირი როტაციების დამსახურებაცაა.თითქმის ყოველ შეხვედრაში, ანჩელოტი სახეცვლილი უკანა ხაზით გამოდის, რაც საბოლოო ჯამში, ფეხბურთელების შეთამაშებას უქმნის პრობლემებს.

მოკლედ, ფაქტია, „რეალი“ არასახარბიელო სიტუაციის წინაშე დგას, რაც კარგად მოეხსენება თავად ანჩელოტისაც.გაშვებული ბურთების მხრივ (16) ლიგაში ერთ-ერთი საგანგარშო მაჩვენებელი გვაქვს.ასე, რომ ველოდებით სიტუაციის გამოსწორებას. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)