კარიმ ბენზემას პრესკონფერენცია

კარიმ ბენზემას პრესკონფერენცია


კარიმ ბენზემამ “რეალის” ფეხბურთელის რანგში გუშინ პირველი პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად ჟურნალისტთა კითხვებს ხორხე ვალდანომაც უპასუხა.


- როგორ ფიქრობ, შენს კერპს რონალდოს ჰგავხარ?
- რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია. მისი დონის თავდამსხმელი არა მგონია გავხდე, თუმცა ძალიან ბევრს კი ვივარჯიშებ საკუთარი ძალის დასამტკიცებლად.

- აქ ყოფნა შენთვის რას ნიშნავს?
- “რეალი” დიდებული კლუბია. ბავშვობიდანვე “სამეფო კლუბში” თამაში მსურდა. ჩემს წარდგენას “ბერნაბეუზე” ძალიან ბევრმა ადამიანმა მიადევნა თვალი, იმხელა ემოცია ვიგრძენი, რომ “ბლანკოსის” ლოგოსაც ვაკოცე.

- მომდევნო სეზონში რამდენი გოლის გატანას აპირებ?
- დაპირებები არ მიყვარს. იმედია მაქვს, რომ ბევრჯერ შევარხევ მეტოქეთა კარს. ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში, როგორებიც კაკა, რონალდო და რაული არიან, გოლების გატანა გამიადვილდება.

- შენს ტრანსფერში გადამწყვეტი როლი ზიდანმა ხომ არ ითამაშა?
- ზიზუ თავის დროზე “რეალის” სიმბოლო იყო და, ცხადია, “სამეფო კლუბისკენ” მან მიბიძგა. თუმცა ჩემს ტრანსფერში ყველაზე გადამწყვეტი როლი კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა შეასრულა.

- “ლიონის” ვეტერანები თავიდან ალმაცერად გიყურებედნენ, თუმცა მალე დიდებული თამაშით ისინიც დაადუმე.
- მთლად მასეც არ იყო, თუმცა ახალწვეულს გუნდში რაღაც პრობლემები ყოველთვის ექმნება. თანაც, თავმდაბალი ადამიანი ვარ.

- შენს პრეზენტაციაზე 25 000 ადამიანი მოვიდა.
- ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. “რეალის” ინჩასები თავიანთ ფეხბურთელებთან დამოკიდებულებით ყოველთვის გამოირჩეოდნენ.

- პელეგრინის რაზე ესაუბრე?
- უბრალოდ მივესალმე. დიდი დრო არ მქონია. ხვალ მას უკვე ვრცლად ვესაუბრები.

- საკმაოდ მნიშვნელოვან სეზონში გადმოდი, მომდევნო ზაფხულს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია.
- ასეთ შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი. მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული “რეალია”.

- როგორც ცნობილია, პერესი სახლში გეწვია. როგორ დაგარწმუნა მან მადრიდში გადმობარგებაში?
- ბევრი არ უწვალია, უბრალოდ მისი პროექტის შესახებ მიამბო და შემომთავაზა თამაში იმ კლუბში, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.

- როგორ ფიქრობ, დასახვეწი ბევრი რამ გაქვს?
- რა თქმა უნდა, დეფექტი ყველა ფეხბურთელს აქვს, ამიტომ წინ დიდი სამუშაო მელის.

- ისეთი რა გაქვს, რაც ვილიას არ ჰქონდა?
- ჩემს თავს არავისთან ვაიგივებ. მხოლოდ თამაშით შემაფასეთ და არა ფრაზებით.

- იგუანზე რას იტყვი?
- გონსალო ზუსტად ჩემი ხნისაა. დიდებული ფეხბურთელია, გოლის გატანის საოცარი ალღოთი. იმედი მაქვს, რომ მალევე დავმეგობრდებით.

- როგორ ფიქრობ, მის მსგავსად, შენც შეძლებ სეზონში 25 გოლის გატანას?
- უკვე გითხარით, რომ დაპირებები არ მიყვარს. თუ თანაგუნდელებმა ხელი შემიწყვეს, რაც შეიძლება მეტ გოლს გავიტან.

- რა ნომრით გსურს ასპარეზობა?
- 10-ით, თუმცა ჯერჯერობით ის დაკავებულია.

- კიდევ რა გუნდებს სურდათ შენი გადაბირება? “რეალს” სარეზერვო ვარიანტად ხომ არ განიხილავდი?
- “მანჩესტერი”, “მილანი” და “ბარსელონა” ინტერესდებოდნენ ჩემით, თუმცა არჩევანი “ბლანკოსზე” შავაჩერე. ეს ახლა ნაკლებად მადარდებს. ჩემი მომდევნო მიზანი ადაპტაციის სწრაფად გავლაა.

- მადრიდში შენი პირველი დღე როგორი იყო?
- დილის 8 საათზე უკვე ესპანეთის დედაქალაქში გახლდით. მთელი დღე აგენტთან და ჩემს ძმასთან ერთად გავატარე და კარგადაც გავერთე. ძალიან ცოტა მეძინა, ვნერვიულობდი, თუმცა როგორც კი სტადიონს თვალი შევავლე, დაძაბულობა მაშინვე მომეხსნა.

- დღევანდელი დღის ყველაზე სამახსოვრო მომენტი რომელი იყო?
- ვერ გეტყვით. არათუ დღე, არამედ თვითონ ფაქტი იმისა, რომ “რეალში” გადავედი, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.

- მანუელ პელეგრინის შესახებ რა იცი?
- მანუელი ძალიან მაღალი დონის და შეტევის მოყვარული მწვრთნელია. მისი ყველას დიდად ეიმედება, მათ შორის მეც.

- “სამეფო კლუბს” კაკასა და რონალდოსთან ერთად შეუერთდი.
- რაღა მაქვს სათქმელი? ოქროს ბურთის მფლობელებთან ერთად მიმოწევს თამაში. იმედი მაქვს, რომ ისინი ძალიან დამეხმარებიან და ბევრ რამეს მასწავლიან.

- საკუთარი თავი, როგორც მოთამაშე აღწერე.
- მოკლედ გეტყვით, - არასდროს ვნებდები და ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი.

- “ლიონის” ფანებს რას ეტყოდი?
- დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ. ინჩასებითაც მოვიხიბლე. მოკლედ, ორმაგი გრძნობა დამეუფლა. ერთი მხრივ, ბედნიერი ვარ იმით, რომ “რეალში” გადავედი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ
“ლიონის” დატოვებამ გული ძალიან დამწყვიტა.

ხორხე ვალდანო
- ხვალ შეკრება იწყება. გუნდში რა ვითარებაა?
- საკამოდ ბევრი მოთამაშე გადავიბირეთ და ცოტა გავუშვით. თუმცა უახლოეს დღეებში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და გუნდის შემადგენლობა ოპტიმალურ სახეს მიიღებს.

- ბენზემა გუნდის მეექვსე თავდამსხმელია.
- ფეხბურთელის როგორც გადმობირება, ასევე გაშვება ძალიან რთულია. მოთამაშეები გადავიბირეთ, ახლა კი გუნდის “გაწმენდის” არც ისე სასიამოვნო პროცესი იწყება. მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა ჩემგან კომენტარებს ნუ ელით. ყველაფერს უახლოეს დღეებში გაიგებთ.

- მომდევნო წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ ვერ გახვიდეთ, ნამდვილი ფიასკო იქნება, არა?
- არა რატომ. ასე ნაჩქარევი საუბარი არ მიყვარს. წინ რთული სეზონი გველის. თანაც, ჩვენთვის მხოლოდ ტიტულები მთავარი არაა. გუნდის თამაშიც დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.

- მომდევნო სეზონისგან რას ელით?
- ეს კვირა ძალიან რთული გამოდგა. ჩვენმა ტრანსფერებმა დიდი გამოხმაურება ჰპოპა, ისევე როგორც პრეზენტაციებმა. ასე რომ, ჯერ საუბარი ნაადრევია.

- ბენზემას 10 ნომერი სურს.
- ჯერჯერობით ყველა ნომერი დაკავებულია, ამიტომ კარიმისთვის რიცხვი არ შეგვირჩევია. მან თავადვე იუარა ისეთი ნომრის მიღება, რომელიც მის რომელიმე თანაგუნდელს ჯერჯერობით მაინც ეკუთვნის.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 10 ივლისი 2009
  • 2014
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)