ნისტელროიმ შესაძლოა იანვარში კლუბი დატოვოს

მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელი ფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი აპირებს ისევ დაუბრუნდეს ეროვნულ ნაკრებს. ალბათ ყველას გავხსოვს, მან ავსტრია–შვეიცარიაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ნაკრებიდან წამოსვლის შესახებ. რუუდმა იცის, რომ "რეალში" არ ექნება სათამაშო პრაქტიკა და აპირებს იანავრში მადრიდიდან აიბარგოს.


ნისტელროიმ აღნიშნა, რომ შემოთავაზებების შემთხვევაში აუცილებლად დატოვებს კლუბს იანვარში. მას სურს ითამაშოს ჰოლანდიის ნაკრებში. " მსურს ისევ ვითამაშო ნაკრებში. ჯერ ამის შესახებ არ მისაუბრია მწვრთნელთან, მაგრამ ყოველშემთხვევაში მზად უნდა ვიყო. შესაძლოა სწორედ ეს იყოს მადრიდის დატოვების მიზეზი".

ჰოლანდიელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ ამჟამად შემოთავაზებები არ აქვს. "ჯერჯერობით არცერთი კლუბისგან არ მიმიღია შემოთავაზება. მსურს ვითამაშო მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში. მე უნდა ვაჩვენო ყველას, რომ ისევ შემიძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა".

ნისტელროიმ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მოხარულია ტრავმის მოშუშებით და სათამაშო წუთებით, მაგრამ მას სურს ხშირად იყოს ძირითად შემადგენლობაში, რის გარანტიასაც პელეგრინი მას ვერ მისცემს. "მიხარია, რომ ტრავმა მოვიშუშე და ცუდი პერიოდი უკან დარჩა. ასევე ისიც მახარებს, რომ ისევ მომეცა თამაშის საშუალება, მაგრამ მე მჭირდება ძირითად შემადგენლობაში ხშირად ასპარეზობა, რათა მუდამ ვიყო ფორმაში" – განაცხადა "ვან გოლმა".


ინფორმაციის წყარო: Marca.com dle 10.1

  • faqo
  • 17 ნოემბერი 2009
  • 2308
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)