ანჩელოტი: „ვარანი დაისვენებს“

კარლო ანჩელოტი "რაიო ვალეკანოსთან" გასამართ მატჩამდე ჟურნალისტებს გაესაუბრა..


როტაცია: "სამშაბათს გასამართი მატჩისთვის, რამდენიმე ფეხბურთელის შეცვლას ვაპირებ. მოთამაშეებს დასვენება ესაჭიროებათ. ხვალ კარგი თამაშის ჩატარებაა საჭირო. რამდენიმე ფეხბურთელმა "სევილიასთან" ვერ ითამაშა და თავის წარმოჩენის საშუალება ხვალ მიეცემათ."

დი მარია: "დი მარიას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. წინა მატჩში ის 3 შემტევ ფეხბურთელში ვერ მოხვდა. არ ვიცი, ხვალ ისევ ისეთი იქნება შეტევა, როგორიც წინა შეხვედრაში, თუ არა."

ალონსო: "არ ვიცი, 90 წუთს ითამაშებს თუ არა, მაგრამ მოედანზე ნამდვილად გამოჩნდება."

"რეალის" თამაში: "ჩემთვის უკეთესი იქნება, თუ გუნდი 90 წუთის განმავლობაში დაცვაშიც და შეტევაშიც უმაღლეს დონეზე ითამაშებს. "სევილიას" წინააღმდეგ იყო დრო, როდესაც დაცვაში უკეთ უნდა გვეთამაშა. მეტოქისთვის ამდენი შანსი ნამდვილად არ უნდა მიგვეცა."

რონალდუ: "მისით საოცრად ვარ გაკვირვებული. ის არის საოცარი პროფესიონალი და სერიოზული ადამიანი. რა უნდა გააკეთოს მეტი? ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება."

"ბარსა": "ისინი ისეთ ძლიერებად მეჩვენებიან, როგორც არასდროს. მათ აქვთ საოცარი ფილოსოფია. ყველა გუნდი აგდებს თამაშს, მაგრამ "ბარსელონამ" თითქმის ყველა მატჩი მოიგო. ისინი კარგად თამაშობენ."

"ვალეკანოსთან" გასამართი მატჩი: "ეს დერბია, დერბი კი ყოველთვის მნიშვნელოვანია. "რეალმა" "რაიოს" წინააღმდეგ ბოლო 5 მატჩი მოიგო, მაგრამ ხვალ მაინც ურთულესი მატჩი გველის. ვიმედოვნებ, ასე თამაშს განვაგრძობთ."

ბლატერი: "მას ყველამ ძალიან კარგი პასუხი გასცა, საფრთხემ ჩიარა, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ადამიანი დიდხანს დაფიქრდება, სანამ რაღაცას იტყვის. მე ყოველთვის ასე ვიქცევი."

ჩაბი-ილიარამენდი ერთად: "ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ მოდრიჩს, დი მარიას და კაზემიროსაც... ილიარამენდი სათამაშო სტილით ჩაბი ალონსოს ძალიან ჰგავს."

ვარანი: "მან 2 მატჩი ჩაატარა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. რაფა ხვალ დაისვენებს და მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს."

არბელოა: "კარვახალი უფრო დასვენებულია, ამიტომ ხვალ ის ითამაშებს."

იოზილი: "ეს ჩემი პრობლემა არაა. მას პრემიერ ლიგაში წარმატებას ვუსურვებ. მესუთ იოზილი წარსულია და მის გარეშე გუნდში კრიზისი ნამდვილად არ არის."

წყარო: As dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)