ბუტრა: "ეს მხოლოდ დასაწყისია ბეილისთვის"

ბუტრაგენიოს ინტერვიუ ჟურნალისტებთან


ბეილი: "ბეილმა ორჯერ გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ორივე გოლი საკმაოდ ლამაზი იყო, პირველი კი განსაკუთრებით. ეს მხოლოდ დასაწყისია მისთვის. ის უფრო მაგარია, ვიდრე წინა კვირას. აუცილებელია, რომ ფეხბურთელმა ადაპტაცია გაიაროს და ამას ის შეძლებს. ჩვენ საკმაოდ კარგ დროს გავატარებთ მისი აქ ყოფნით"

კრიშტიანო: "ეს არაა ახალი, როცა რონალდუ ასე თამაშობს. ჩვენ უკვე კარგა ხანია ამას მივეჩვიეთ. კრიშტიანო მთლიან საფეხბურთო სამყაროს ალამაზებს. ჩვენ გაკვირვებულები ვიყავით და ამის შესახებ ველაპარაკეთ კიდევაც ბლატერს. ჩვენს შორის ძალიან დიდი პატივისცემაა, მაგრამ ჩვენ ასევე უდიდეს პატივს ვცემთ იმ ხალხს, რომლებიც ფეხბურთს წარმოადგენენ. როცა კრიშტიანოს ტკივა და როცა მას რბილად რომ ვთქვათ შეურაცხყოფას აყენებენ, მაშინ ჩვენც გვტკივა და ჩვენც თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ. ბლატერი "მადრიდის რეალის" საპატიო წევრია და ის ამ კლუბს გულშემატკივრობს. ისტორია ამოწურულია, რაც მოხდა არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს წარსულია."

მოგება: "ეს ცოტა არ იყოს გიჟური თამაში გამოვიდა. 3:0 ვიგებდით , მაგრამ მერე რატომღაც მოვდუნდით და საქმე გავირთულეთ...გულშემატკივრებისთვის საკმაოდ სანახაობრივი და გასართობი თამაში იყო, მაგრამ მწვრთნელებისთვის, აჯობებდა რომ უფრო მეტად გვეკონტროლებინა თამაში."

გატანილი გოლები: "სახლში უნდა ვეცადოთ, რომ გოლი არ გავუშვათ. ჩვენ სამი გოლი მივიღეთ, ვინაიდან გიჟური თამაში იყო. მათ ქონდათ უფრო მეტის გატანის შანსი. საბედნიეროდ შვიდი გოლი გავუტანეთ. დასაფიქრებელი და გასააზრებელია რაღაც-რაღაცეები, ვინაიდან მათ საკმაოდ ბევრი მომენტი ქონდათ, ამიტომ მომავალში ფრთხილად უნდა ვიყოთ."

ბენზემა: "ის "მადრიდის რეალის" თავდამსხმელია. რამოდენიმე უგოლო თამაში ჩაატარა და ამიტომაც კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. ეს მას დაეხმარა. ის გახარებული იყო გოლის გატანით." dle 10.1

  • shvela
  • 31 ოქტომბერი 2013
  • 3182
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)