არბელოა ბლატერზე

ალვარო არბელოა თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.


თამაშის შესახებ: "ეს ცოტა არ იყოს გიჟური თამაში იყო, ხალხმა და გულშემატკივარმა ძალინ ბევრი გოლი იხილა და მათ ეს მოეწონათ."

სტვენა და აპლოდისმენტები მისი მისამართით: "მე მადლობას ვუხდი ამ ხალხს იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ისინი ჩემს მისამართით გამოხატავენ. მე მათ დღეს დამისტვინეს და ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო მომთხოვნები არიან ჩემს მიმართ და მადლობა მათ ამისთვისაც. მათ მიაჩნიათ და ალბათ ასეც არის, რომ მეორე გოლი ჩემს შეცდომას მოყვა. ხალხს აქვს იმის უფლება გაგაგებინოს, თუ როდის თამაშობ ცუდად. ჩემთვის ასეთი მოთხოვნები უფრო მეტი მოტივაციის საწინდარია."

კლასიკოში მისი შეცვლა: "ყველას გვინდა, რომ ასეთ თამაშებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ფეხბურთელებმა ბოლომდე უნდა დაუჭირონ მხარი მწვრთნელს."

მომთხოვნი საზოგადოება "ბერნაბეუზე": " "ბერნაბეუ" მუდამ იყო მომთხოვნი. როცა თამაშს აგდებ, ისინი ამას მაშინვე გაგებინებენ. ასე იყო მუდამ "ბერნაბეუზე" და ალბათ ასეც იქნება, მაგრამ არიან გულშემატკივართა ისეთი კატეგორია, რომლებიც აქ უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავენ ჩვენს მიმართ, ვიდრე სხვები."

მწვრთნელის კრიტიკა: "ხალხს ვერ უბრძანებ და მათ ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ანჩელოტი იდეალურ სამუშაოს ასრულებს. ფეხბურთელები მას გვერდში ვუდგავართ და მომავალშიც ერთად უნდა ვიყოთ."

ლიგის ცუდი სტარტი: "წინა წლის ცუდ სტარტთან შედარებით ეს არაფერია. საბედნიეროდ ჩვენ დღითი-დღე ვაუმჯობესებთ თამაშს და ასე უნდა გავაგრძელოთ."

პრობლემები დაცვის ხაზში: "ძალიან შემტევი გუნდი ვართ, 3:0 ანგარიშის შემდეგ უფრო მეტად უნდა გვეკონტროლებინა თამაში. არ უნდა მივცეთ უფლება საკუთარ თავს, ასეთი ჩავარდნები გვქონდეს."

კრიშტიანო-ბლატერი: "ადამიანი , რომელსაც მისი მსგავსი პოსტი უჭირავს, ასეთ რაღაცეებს არ უნდა ლაპარაკობდეს. ბლატერი ამას საჯაროდ რომ ამბობს, წარმომიდგენი როგორ ლაპარაკობს ის პირად საუბრებში." dle 10.1

  • shvela
  • 31 ოქტომბერი 2013
  • 3872
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)