საუკეთესო შედეგი 1995|96 წლის სეზონის შემდგომ

მადრიდის "რეალს" საუკეთესო რეზულტატი აქვს, თუ ისტორიას 1995|96 წლების სეზონიდან გადავავლებთ თვალს დღემდე. როგორც მოგეხსენებათ, დღეს დღეობით სამეფო კლუბმა ლა ლიგაში ჩაატარა 10 შეხვედრა, აქედან 8_ში გაიმარჯვა, ერთიც ფრედ ითამაშა და 1 დათმო. ეს გახლავთ საუკეთესო შედეგი ბოლო 15 წელიწადში. მადრიდისტებს ამ მომენტში 25 ქულა აქვთ, 26 გოლი აქვთ გატანილი და მხოლოდ 8 გაშვებული. ბოლოს "თეთრებს" ამდენივე ჩატარებულ შეხვედრაში ასეთი შედეგი მხოლოდ 2007|08 წლების სეზონში ჰქონდა, მაგრამ მაშინ მადრიდისტებს მეტოქეთა კარი 25_ჯერ ჰქონდათ აღებული, სწორედ იმ სეზონში მოიგო "რეალმა" 31_ჯერ პრიმერა დივიზიონი.


ასეთი კარგი რეზულტატის მიუხედავად მადრიდელი გულშემატკივარი მაინც გამოხატავს უკმაყოფილებს ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის მიმართ, რადგანაც ამ სეზონში სამეფო კლუბს ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ჰყავს გუნდში, მთელს მსფოლიოში არსებულ კლუბებთან შედარებით. იმედია მალე გამოასწორებენ თამაშის ხარიხს და მოიპოვებენ გაცილებით მეტ წარმატებას, ვიდრე ეს დღეს აქვთ. მალე კრიშტიანო რონალდოც დაუბრუნდებათ "თეთრებს" და განაგრძობს ჩვეული ლამაზი თამაშის ჩვენებას, რომელიც ყველა გულშემატკივარს ხიბლავს. ასევე ლაზარეთიდან დაბრუნდა მცირედ დაშავებული გონსალო იგუაინი და მისი თანამემაულე ფერნანდო გაგო.



ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 17 ნოემბერი 2009
  • 1412
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)