"ვან გოლი:" "მადრიდში მსურს კარიერის დასრულება"

გთავაზობთ, რუუდ ვან ნისტერლოის, სრულ ინტერვიუს, რომელიც მან ჟურნალ "მარკასთან" ჩაწერა.


- "ალკოკონთან" თამაშის შემდეგ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- რასაკვირველია ცუდი.მეწყინა, როდესაც ტრავმის შემდეგ პირველად ვითამაშე 90 წუთი და იმ მატჩში ვერ მოვახერხეთ დასახული მიზნისთვის მიღწევა.ჩემი ჯანმრთელობის მდგომაეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.

- თქვენ თვლით, რომ ვან ნისტერლის ისევ შეუძლია ითამაშოს დღევანდელ სამეფო გუნდში?
- რა თქმა უნდა, ამიტომაც ვარ აქ, რომ ეგრე ვფიქრობ.ჩემი მიზანია თავდაუზოგავი ვარჯიში, რათა კვლავ აღვიდგინო ჩვეული კონდიციები.მე სულელი არა ვარ, ვთვლი, რომ შემწევს ძალა ბოლომდე ბრძოლისა.სეზონის ბოლოს თუ დავინახავ, რომ ჩემი თამაში სათანადო დონეზე არ არის და გუნდს ვერაფერში ვეხმარები, წავალ, თუმცა მაქამდე დიდი დროა და შევეცდები ყველანაირად მაქსიმალურად დავიხარჯო.

- თქვენი კარიერა სამეფო გუნდში საკმაოდ ნაყოფიერი.ნისტერლოის ლომის წვლილი მიუძღვის ბოლო ორი ლა ლიგის ტიტულის მოპოვებაში.ის ასევე გახდა საუკეთესო ბომბარდირი ლა ლიგისა.ალბათ, გსურთ რომ წასვლის შემდეგ სასიამოვნო მოგონებები დატოვოთ...
- მე გადაწყვეტილი მაქვს კარიერის "რეალში" დასრულება.თუ როდის გადავდგამ ამ ნაბიჯს, ეს დამოკიდებულია ჩემს ფიზიკურ შესაძლებლობებზე.მოგეხსენებათ, მუხლის ტრავმა მქონდა, რაც არასასიამოვნო მოვლენაა.ვშიშობდი, რომ "ალკორკონთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კვლავ არ ეჩინა თავი მუხლის ტკივილს, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა, რამაც ძალიან გამახარა.

- როგორ შეაფასებთ თქვენს თამაშს სათასო პაექრობაში?
- ორჯერ მქონდა კარის დალაშქვრის შანსი, თუმცა ამაოდ.მთავარია, მუხლმა არ შემაწუხოს და ყველაფერი კარგად იქნება.

- როგორ ფიქრობთ, მანუელ პელეგრინის სჯერა ნისტერლოისი?
- ვთვლი, რომ მწვრთნელი თვლის ჩემზე.დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ჩილელმა მაინც გამამწესა "ალკორკონთან." რასაკვირველია სათამაშო პრაქტიკის სიმცირის გამო შესაძლებელია ვერ მოვხდე შემადგენლობაში, თუმცა ჩემთვის პირველ პლანზე "რეალის" წარმატება დგას და არა ინდივიდუალური მდგომარეობა.მანუელმა მითხრა, რომ თავდაუზოაგავად უნდა ვივარჯიშო, რათა დავიბრუნო ძველი ფორმა.

- რას მოსდის "რეალს.?" ბევრმა ადამიანმა უკვე ეჭვი შეიტანა მომავლის წარმატებაში...
- ამ გუნდისაგან ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვონ.როდესაც ჩვენ ფეხის წამოვიკრავთ, მაშინვე იწყება კრიტიკა, რაც ვფიქრობ ნორმალურია, თუმცა ისიც უნდა გაიაზრონ, რომ წელს თითქმის ახალი სამეფო გუნდი წარდგა ჩვენს წინაშე.გასულია მხოლოდ 3 თვე სეზონის დაწყებიდან და ჩვენი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.ახალი პროექტის განხორვიელებას დრო სჭირდება.

- რატომ უჭირთ, ბენზემას, კაკას და რონალდოს საკუთარი სტილის ძიება გუნდში?
- ყველა საზაფხულო შენაძენს სჭირდება გაკრვეული დრო, რათა მათ გაიარონ ადაპტაცია.რონალდუ ამ კომპონენტშიც გამორჩეულია.ის თავიდან მოერგო გუნდს და მისი შედეგები მრავლისმეტყველია.

- პელეგრინის წასვლაზე დაიწყეს საუბარი.მგონი ეს ფაქტი ძალზედ ნაადრევია...
- გეთანხმებით.ჩვენ გვაქვს ჩვენი იდეები, რომელიც ჯერ ისე ვერ მიდის, როგორც საჭიროა, თუმცა ამისათვის გარკვეული დრო უნდა გავიდეს.ჩვენი მინუსი ამ ეტაპზე არის არასტაბილურობა.ბევრია შემთხვევა, როდესაც მაღალ დონეზე მხოლოდ ერთ ტაიმს ვატარებთ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი დროება "რეალში" დასასრულს უახლოვდება, თუ კვლავ გსურთ კონტრაქტის გახანგრძლივება?
- ამაზე სეზონის ბოლოს ვისაუბროთ.

- გასულ საზაფხულო ფანჯარაზე, გუნდმა თქვენ გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში შეგიყვანათ.ხომ არ გეწყინათ აღნიშნული ფაქტი?
- რასაკვირველია არა.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)