ბლატერის ბოდიში

ფიფა "მადრიდის რეალს" და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას ბლატერის ოფიციალურ წერილს უგზავნის


"ფიფას პრეზიდენტი ადასტურებს, რომ როგორც არაერთხელ აღუნიშნავს, კრიშტიანო რონალდუ მისთვის გამორჩეული ფეხბურთელია. მას ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია და აღნიშნა კიდევაც პარასკევს საღამოს ოქსფორდის უნივერსიტეტში."

ასეთი შინაარსის წერილი მიიღო ფიფასგან "მადრიდის რეალმა"

ფიფამ წერილი ასევე გაუგზავნა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:

"მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, რომ მიიღოთ ჩემი ბოდიში და გადასცეთ ის თავად ფეხბურთელს და საერთოდ პორტუგალიის საფეხბურთო საზოგადოებას და თავად პრეზიდენტს.ჩემს ინტერვიუში ჟურნალისტმა მთხოვა შემედარებინა კრიშტიანო რონალდუ და მესი, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ორივე მათგანი გამორჩეული ფეხბურთელები და ფეხბურთის ვარკსვლავები არიან, მაგრამ ორივე მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული სტილით თამაშობს. ამის შემდეგ, როგორც გამოჩნდა, ჟურნალისტემა ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოვარდნილი შინაარსით გამოიყენეს."

ფიფას წერილი "მადრიდის რეალს"

"ბატონო პრეზიდენტო,

მე მივიღე დღეს თქვენი საპროტესტო წერილი და მინდა გითხრათ , გაოცებული დავრჩი.

პირველ რიგში, მინდა აგიხსნათ, რომ პარასკევს ოქსფორდის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე არ განიხილებოდა ოქროს ბურთის ნომინანტები. ჩემი პრეზენტაციის ბოლოს ჟურნალისტმა მთხოვა შემედარებინა კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი და მთხოვა ჩემი არჩევანი დამეფიქსირებინა მათ შორის, რაზეც მე ვუპასუხე, რომ მესი არის იმ ტიპის ბავშვი, რომლის ყოლასაც ნებისმიერი დედა ინატრებდა. ამავდროულად მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის კრიშტიანო რონალდუ იმავე დონეზე დგას, როგორზეც მესი და ორივე მათგანი გამორჩეული ფეხბურთელია და ორივე მათგანს თავისი თამაშის სტილი აქვს.

მე უაღრესად ვწუხვარ იმ გაუგებრობისა და ტკივილის გამო, რომელიც ჟურნალ-გაზეთებში დაწერილ ჩემს სიტყვებს მოყვა და მინდა ამის გამო ბოდიში მოგიხადოთ. არასდროს არ გამჩენია სურვილი ზიანი მიმეყენებინა "მადრიდის რეალისთვის", მისი რომელიმე ფეხბურთელისთვის ან მისი გულშემატკივრებისთის, არა იმიტომ, რომ ის ფიფას ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია, არამედ იმიტომაც, რომ ესაა კლუბი, რომელსაც მე ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ."
dle 10.1

  • shvela
  • 29 ოქტომბერი 2013
  • 3874
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)