ბრაზილია "საომანოდ" ემზადება

როგორც ცნობილია, ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც სათავეში დუნგა უდგას, უკვე კარგა ხნის წინ გადაწყვიტა მსოფლიოს 2010 წლის მუნდიალზე ასპარეზობის საკითხი.სამხრეთ ამერიკელები მუნდიალზე გარანტირებული ადგილის მოპოვების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში სპარინგობენ.


შეგახსენებთ, რომ გასულ უექმეებზე მათ ყატარში ინგლისის ეროვნულ გუნდთან გააგორეს ბურთი ამხანგურად.დუნგას შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით შეძლეს ბრიტანელების დაცემა.

ამჯერად მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი აზიაში იმყოფება, სადაც ომანის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს ამხანაგურ მატჩს.შეხვედრა დღეს გაიმართება, ომანის დედაქალაქ მუსკატში.აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს, საფეხბურთო ისტორიაში.

ომონელთა რიგებიდან მხოლოდ ორი გამოკვეთილი ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება.ესენი არიან "ბოლტონის" ფეხბურთელი ალ-ჰაბსი და ბელგიის ჩემპიონატში მოასპარეზე ალ-ოსნი.აღნიშნული ქვეყნის ნაკრები, "კოკა კოლის" რეიტინგში 79-ე პოზიციას არის მიჯაჭვული, ხოლო ბრაზილია კი მეორე საფეხურს (პირველი "ფურია როხაა.")

პრესა ვარაუდობს, რომ აღნიშნული შეხვედრა კარგი შანსი იქნება ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელებისათვის თავის გამოჩენად.სავარაუდოდ, დუნგა მოედანზე გაამწესებს იმ ბიჭებს, რომელთა სათამაში დრო მინიმალურია.რაც შეეხება ჩვენს კაკას, ის ალბათ, სათადარიგო სკამზე დარჩება.


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com


პ.ს. ჩვენს საიტზე ყოველთვის დაიდება ინფორმაცია იმ ეროვნულ ნაკრებებზე, სადაც მადრიდელი მოთამაშენი ასპარეზობენ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)