ზიდანების დინასტია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზინედინ ზიდანი მთელი ოჯახით სამეფო კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაშია ჩართული.


მოგეხსენებათ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდას 4 ვაჟი ჰყავს და ოთხივე, „რეალის“ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში თამაშობს.სულ ახლახან, ენცოს, ლუკასა და ტეოს, 8 წლის ელიასიც შემოუერთდა, რომელიც „ბლანკოსის“ 9 წლამდელთა შემადგენლობაში ჩაირიცხა.

მადრიდელთა ოფიციალური საიტის ცნობით, 2005 წლის 26 დეკმებრს (მარსელში) დაბადებული ელიასი, 1მ. და 35სმ. სიმაღლისაა და 27კგ. იწონის.ის თამაშობს მარცხენა ფეხით და მოედნის ჩინებული ხედვა აქვს.მისი ფავორიტი ფეხბურთელი რაფა ვარანია, ხოლო დასამახსოვრებელი დაპირისპირება, „კოპა დელ რეის“ 2010 წლის ფინალი, „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის.

ალბათ, ყველაზე მეტი ინფორმაცია ეენცოზე გაქვთ, რომელიც 18 წლამდელებში ცდილობს შეტევბის ორგანიზებას.ის 2004 წლიდან „თეთრების“ აკადემიაში ირიცხება და ამჟამად, „უეფას“ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც გამოდის.

რაც შეეხება ლუკას, ის 16 წლამდელებში, რუბენ დე ლარედის დაკვირვების ქვეშ, კარის დამცველის პოზიციაზე ირჯება, ხოლო ტეო მეოთხე სეზონს ატარებს მადრიდში და ოცნებობს ისეთი ფეხბურთელი გახდეს, როგორიც რონალდუა.

marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)