კარლო ანჩელოტის ინტერვიუ

კარლო ანჩელოტი Cadena SER-ს ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბრა.


მოგწონთ მადრიდში ცხოვრება?

დიახ, მომწონს. აქაური ხალხი ძალიან გავს იტალიელებს, ისინი უფრო პოზიტიურები არიან, ვიდრე თუნდაც ფრანგები, რომლებიც ნეგატიურები არიან.

რას იტყვით "ბერნაბეუს" პუბლიკაზე?

მე მესმის, რომ "ბერნაბეუს" პუბლიკა საკმაოდ მომთხოვნია. "მადრიდის რეალს" დიდი ისტორია აქვს. ეს ყოველთვის მოტივატორია და ამაში რამე პრობლემას პირადად მე ვერ ვხედავ.

თქვენ უკვე გაქვთ ზუსტი მონახაზი, თუ როგორი უნდა იყოს "მადრიდის რეალი"? თუ ჯერ კდიევ ძიებაში ხართ?

არა. ჩემი გეგმა ნათლადაა უკვე გამოხატული, მოვიგო და ამავდროულად ვითამაშო ფანტასტიკურად. ეხლა ჩვენ ვიგებთ, მაგრამ თამაში ჯერჯერობით მხოლოდ კარგ დონეზეა.

რამდენად ჯდებიან თქვენს გეგმაში ის ფეხბურთელები, რომლებიც გყავთ?

პირველ რიგში აუცილებელია ფეხბურთელების ხასიათის ცოდნა, ასევე უნდა იცოდე ის, თუ სად და რომელ სისტემაში გრძნობენ ისინი თავს კარგად.

როცა "მადრიდის რეალში" მოხვედით, ახალი შენაძენები ითხოვეთ?

როცა მე მოვედი, კლუბს უკვე შეძენილი ყავდა ისკო, კარვახალი...

როცა თქვენ მოხვედით, ყველა ფიქრობდა, რომ კასილასი კვლავ დაიწყებდა ძირითადში თამაშს, მაგრამ დაიწყო სეზონი და დიეგო ლოპესი კვლავ სასტარტოშია. რას იტყვით ამაზე?

დიეგო ლოპესს მე ადრეც ვიცნობდი. 2006 წელს ჩვენ "მილანში" გვინდოდა მისი გადმოყვანა.. ის საკმაოდ ძლიერად ჩაერთო თამაშში. ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება. კასილასი მე თავდაჯერებულობას მმატებს და ამიტომაც ვაყენებ მას ჩემპიონთა ლიგის თამაშებში. ეს თამაშები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ლიგა. მე მომწონს, როცა ორივე მათგანი საკმაოდ მოტივირებულია. ჩემპიონთა ლიგაზე ის იმიტომაც დავაყენე, რომ კაპიტანია და აქვს უდიდესი გამოცდილება და კარგ გუნდურ სულისკვეთებას ინარჩუნებს. იკერს უნდა "მადრიდის რეალში" ყოფნა და ეს იდეალური ადგილია მისთვის.

შეიძლება რომ მან დეკემბერში კლუბი დატოვოს?

ეს იკერს უნდა კითხოთ, მაგრამ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ იქნება. მე მას ველაპარაკე და ავუხსენი სიტუაცია. როცა მოუნდება ჩემთან დალაპარაკება, ჩემი ოთახის კარი მუდამ ღიაა. მწვრთნელისთვის გადაწყვეტილების ახსნა ყველაზე მძიმეა. პატარა დეტალების ახსნა არ არის ადვილი საქმე.

ანუ ერთი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ერთი ლიგაზე?

დიახ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

იოზილის წასვლა თქვენი გადაწყვეტილება იყო?

დიახ, ეს ტექნიკური გადაწყვეტილება იყო კლუბში ბალანსის შესანარჩუნებლად, ჩვენ დი მარიას დატოვება ვარჩიეთ. იოზილს შეიძლება მასზე მეტი ნიჭი ქონდეს, მაგრამ მისი ხასიათით და მონდომების გამო , ის უფრო მეტად ეხმარება კლუბს. ბეილის მოსვლის შემდეგ კლუბში ბალანსის შესანაჩუნებლად ორიდან ერთი უნდა გაგვეშვა.

ზიდანი როგორ აირჩიეთ?

მე აქ კიდევ ერთი ასისტენტი მჭირდებოდა და ზიდანზე უკეთესი ვინ იქნებოდა. მე ვიცნობ მას, ის ჩემი ფხბურთელი იყო და მას უდიდესი ქარიზმა აქვს ახალგაზრდებთან მუშაობაში.

წინასასეზონო მზადებისას იცოდით, რომ ბეილი "მადრიდის რეალში" გადმოვიდოდა, თუ არსებობდა გარკვეული ეჭვები?

ეს არ იყო ადვილი, კლუბმა ამისთვის უდიდესი ძალისხმევა გაიღო და ბოლო წუთამდე ყველაფერი უცნობი იყო. კლუბის და ფეხბურთელის სურვილმა დიდი გავლენა იქონია ტრანსფერზე.

ძვირი დაგიჯდათ?

არ იყოპ იაფი, მაგრამ ეს საბაზრო ფასია. ფეხბურთელს თავად სურდა აქ მოსვლა. "ტოტენჰემი" მას უფრო მეტ ფულს სთავაზობდა.

იცით ბეილის პროტრუზიის შესახებ?

პროტრუზია ნორმალური პრობლემაა, მე ასეთი ორი თუ სამი მქონდა, არაფერი არ მომხდარა. ბეილი , რაც აქ მოვიდა, წელს საერთოდ არ იტკიებს. მას ფიზიკური პრობლემა ქონდა, რაც უვარჯიშობით იყო გამოწვეული. ეხლა ყველაფერი რიგზეა, ის მზადაა სასტარტოდან სათამაშოდ.

შეიძლება "კამპ ნოუზე" სასტარტოში ვიხილოთ?

დიახ, დიახ, ეს სავსებით შესაძლებელია.

რას ფიქრობთ, ის მარჯვენა ფლანგზე უკეთესად გამოიყურება?

დიახ, ეს ასე. მე ვკითხე მას და მითხრა, რომ მარჯვენა ფლანგზე თავს კომფორტულად გრძნობს. მარცხენა ფეხით მას ყუმბარისებული დარტყმა აქვს და მეც მირჩევნია, რომ მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს.

თუ ბეილი იქნება სასტარტოში, მაშინ ვინ ამოვარდება?

ამას არ გეტყვით. ჯერ ფეხბურთელებმა არ იციან, თუ ვინ ითამაშებს

რომელმა ფეხბურთელმა გაგაკვირვათ თავისი თამაშის ხარისხით?

კრიშტიანომ თავისი პროფესიონალიზმით. ის ძალიან სერიოზულია, უმცირეს დეტალებს აქცევს ყურადღებას, გუნდის მოტივატორია და სხვებს ბევრს ეხმარება.

თქვენი კარიერის მანძილზე რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?

კრიშტიანოსთან ძალიან მსიამოვნებს თამაში. ის არამარტო მოედანზე იხარჯება ბოლომდე, არამედ მოედანს მიღმაც უდიდესი პროფესიონალია.

ვის მისცემდით ოქროს ბურთს?

დროა კრიშტიანომ ოქროს ბურთი მოიგოს. კრიშტიანო ფიქრობს, რომ ზიდანმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ (იცინის)

რას უნდა აქცევდეს მწვრთნელი ყურადღებას?

მე იმისთვის ვმუშაობ, რომ "მადრიდის რეალს" მოგებებში დავეხმარო. არ მაქვს პირადი ამბიციები. ჩემი ოცნებაა აქ ყოფნა. კარგი ურთიერთობა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის მოგების ერთ-ერთი ფაქტორია. სავსებით ნორმალურია, როცა ფეხბურთელი რამეზე ბრაზდება.

ვინ უკეთ ხვდება კლასიკოს?

"ბარსა" უფრო მეტად თავდაჯერებული იქნება, ვინაიდან ვირტუალურად არაფერი არ შეცვლილა.

რას იტყვით წინა წლებში გამართულ ჩხუბებზე?

მოურინიოს "მადრიდის რეალი" მათთან ფანტასტიკურად თამაშობდა. ვეცდებით წინა წლის თასის ნახევარფინალივით 3:1 რომ დასრულდა ვითამაშოთ და არავის არ შევეხოთ... (იცინის)

მოურინიოსკენ უფრო იხრებით, თუ დელ ბოსკესკენ?

ეს ადვილი კითხვაა, მე დელ ბოსკეს ვარჩევ.

ცხრიანის ნაკლებობას ხომ არ განიცდით "მადრიდის რეალში"

"მადრიდის რეალს" მომაკვდინებელი ცხრიანი ყავს და მას არ ესაჭიროება სხვა ვინმე, ჩვენ გვყავს რონალდუც. კრიშტიანო-ბენზემას დუეტი არ არის ცუდი. ასევე გვყავს მორატაც.

გაგიკვირდათ, როცა "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ ხელმძღვანელობამ შეხვედრაზე მოგიწვიათ?

არა. მე მათთან მსურდა საუბარი. ჩემი აზრით ეს აუცილებელია.

რას შეიცვლება "მადრიდის რეალში" ხაბი ალონსოს დაბრუნებით?

ხაბის აქვს ყველაფერი, რაც გააუმჯობესებს კლუბს მთლიანობაში. ილარა ყველაფერს იდეალურად ასრულებს, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და გამოცდილება აკლია... ხაბი ალონსოს დაბრუნებით ბევრი რამე გაუმჯობესდება. dle 10.1

  • J.Z.
  • 25 ოქტომბერი 2013
  • 3486
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)