ევერტონი მეტცელდერით არის დაინტერესებული

კრისტოფ მეტცელდერი აუცილებლად დატოვებს მადრიდის "რეალს" და გადავა სხვაგან სათამაშოდ, ვინაიდან მისი ესპანური კარიერა უკვე კატასტროფის პირასაა მისული და ეს მეტცესთვის ძალიან ცუდია...


ფეხბურთელმა უკვე დაკარგა ადგილი გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, არადა სულ ცოტა ხნის წინ მის გარეშე ბუნდესნაკრები წარმოუდგენელი გახლდათ. მეტცეს საქმეები რეალში ძალიან ცუდად მიდის, მას ხან ტრავმა აწუხებს, ხანაც საერთოდ სათადარიგოთა სკამზეც ვერ ხვდება, ძირითადზე უკვე საერთოდ ზედმეტია საუბარი.

მეტცელდერის აგენტი უკვე შეუდგა შემოთავაზებების განხილვას, კრისტოფს მართლაც სურს სამეფო კლუბის დატოვება და სხვაგან გადაბარგება, სადაც მეტი სათამაშო დრო მიეცემა და შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, მას სურს საკუთარი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მსოფლიო ჩემპიონატზე.

თუ დავუჯერებთ Dailiy Mail-ს , ევერტონის ხელმძღვანელობა სერიოზულად არის დაინტერესებული გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებით. "ლურჯებს" დაცვის ცენტრში გარკვეული პრობლემები აქვთ და მეტცეს გადაბირება სურთ.

ისინი მზად არიან მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და განიხილონ გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხი. ჯერჯერობით მადრიდული მხარე თავს იკავებს რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, მაგრამ ერთი ფაქტია, მეტცელდერს სურს რეალის დატოვება, ტრანსფერის განხორციელების ყველა კარგი საშუალება ევერტონელებს ზამთარში ექნებათ. dle 10.1

  • Hala
  • 17 ნოემბერი 2009
  • 2474
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)