ვისენტე სალერესი: პელეგრინი იდეალური ტაქტიკოსია

ესპანელმა ფეხბურთის ექსპერტმა ვისენტე სალერესმა ინტერვიუ ჩაწერა სადაც მადრიდის რეალის შეტევით პოტენციალსა და მის დამრიგებელ მანუელ პელეგრინიზე ისაუბრა...


,,მადრიდის რეალი არის კლუბი, რომელსაც ძალიან ძლიერი მმართველი ჰყავს ფლორენტინო პერესის სახით, ეს კაცი მართლა გარკვეულია თავის საქმეში და კარგად უძღვება ყველაფერს, იგი თავიდან ააყვავებს სამეფო კლუბს".

"მანუელ პელეგრინი დიდი ტაქტიკოსია"

სალერესის თქმით მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია და მისი კოზირი კონკრეტული მატჩისთვის კონკრეტული ტაქტიკის შემუშავებაა.

,, მე მას დიდი ხანია ვაკვირდები, მან დიდი სამუშაო გასწია ვილიარეალში და ეს ყველასთვის უცნობი გუნდი მართლაც ანგარიშგასაწევი ძალა გახდა".

ბენზემა და იგუაინი

,,ბლანკოსის" ბოლო მატჩებში ყველა ვხედავთ , რომ ერთად თამაშობენ არგენტინელი იგუაინი და ფრანგი კარიმ ბენზემა. ეს ფეხბურთელები იქნებიან რეალის წინა ხაზის მთავარი მამოძრავებელი ძალები, მათ გარეშე ეს გუნდი წარმოუდგენელი უნდა იყოს, იგუაინი ძალიან მოძრავი და შრომისმოყვარე ფეხბურთელია, ასევე გოლის გატანის ალღოც გააჩნია, ბენზემა უფრო ტეხნიკური და ეფექტურ თამაშზე კონცენტრირებული გახლავთ, მათი დუეტი კი ყველაფერს ავსებს. მანუელი სწორად იქცევა, როდესაც მათ ერთად ათამაშებს. ცოტა ხნის შემდეგ ყველა დავინახავთ, რომ ბენზემა-იგუაინის დუეტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.

რაული

,,რაულ გონსალესზე ალბათ ბევრი საუბარი არც ღირს, ის უბრალოდ მსოფლიოს ფეხბურთის და სამეფო კლუბის ლეგენდაა, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის იგი სამაგალითო უნდა იყოს და არის კიდეც, დარწმუნებული ვარ რაულს მიეცემა სათამაშო დრო ოღონდ არა იმდენი რამდენიც ადრე ეძლეოდა, რადგან მან კარიერის საუკეთესო წლები უკვე გალია, მაგრამ ელ კაპიტანო მაინც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ნებისმიერი მცველისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს მისი გაჩერება, ასაკის მიუხედავად მას არ დაუკარგავს პოზიციის შერჩევის ძალიან კარგი ნიჭი.

საბოლოო ჯამში რეალის თავდასხმა წელს ძალიან ძლიერია, იგუაინი-ბენზემას დუეტი ძალიან მალე აჩვენებს უმაღლეს კლასს, ამას კი დაემატება რაული, რომლისგანაც პიპიტამ და კარიმმა ბევრი უნდა ისწავლონ. ,,ბლანკოსი" წელს ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად ითვლება. dle 10.1

  • Hala
  • 17 ნოემბერი 2009
  • 1461
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)