DC: გიუნდოგანი მადრიდის "რეალთან" ახლოსაა

ფეხბურთელი "სამეფო კლუბში" შეიძლება 20 მილიონ ევროდ გადავიდეს, ნური შაჰინის ტრანსფერის დასრულების შემდეგ.


DefensaCentral იტყობინება, რომ შეთანხმება დორტმუნდის "ბორუსიასთან" თითქმის უკვე მიღწეულია. მოთამაშე "სამეფო კლუბში" შეიძლება 20 მილიონ ევროდ გადავიდეს და დასრულდეს ნური შაჰინის ტრანსფერი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

მადრიდის "რეალი" უკვე მუშაობს მომავალი სეზონის შემადგენლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ოქტომბერია, სამწვრთნელო შტაბმა უკვე იცის, თუ რა პოზიციების გაძლიერებაა საჭირო მომავალი სეზონისთვის. ცენტრალური ნახევარდაცვის სიაში, შეძენის მთავარი კანდიდატი დორტმუნდის "ბორუსიას" გერმანელი ფეხბურთელი, ილკაი გიუნდოგანია.

წყაროები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები კლუბებს შორის ამ ეტაპზე ძალიან გაფართუებულად მიმდინარეობს. კერძოდ, "რეალი" აქტიურად მაშინ დაინტერესდა, რომდესაც გავრცელდა ჭორები, ნახევარმცველზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესისა.

არსებული ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 20 მილიონი ევრო იქნება, ასევე დასრულდება ნური შაჰინის გადასვლა "ბორუსიაში", რომელიც ამ სეზონში გერმანულ კლუბში არენდის წესით თამაშობს, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს კონტრაქტი "თეთრებთან" 2017 წლის 30 ივნისამდე.

თუ ჭორები გამართლდება, მაშინ კარლო ანჩელოტის გუნდში ეყოლება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია პლეიმექრად თამაში, ასევე გიუნდოგანს დიდი გამოცდილება აქვს ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე.

ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც ჩაბი ალონსოს მადრიდის "რეალის" დატოვებისა, ასიერ ილიარამენდის მაინც ეყოლება კონკურენტი თავის პოზიციაზე, ილკაი გიუნდოგანის სახით.

dle 10.1

  • Ricky.
  • 22 ოქტომბერი 2013
  • 3090
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)