ვალდანო იტალიაში გაემგზავრება ვარგასის ტრანსფერისთვის

მადრიდის "რეალი" ეძებს მარცხენა მცველს, რათა აღმოფხვრას დაცვის მარცხენა ფლანგზე არსებული პრობლემები. "კასტილიის" ფეხბურთელების მარკოს ალონსოსა და ჩემა ანტონის გვერდით ასევე მოიხსენიებენ ბაქარი სანიას, კლიშის, ლუის ფელიპეს, ევრას და ხუან მანუელ ვარგასს.


და როგორც ჩანს მადრიდელებმა არჩევანი ვარგასზე შეაჩერეს. გამომცემლობა Libero-ს ცნობით, ვალდანო მზადაა გაემგზავროს ფლორენციაში მოლაპარაკებების დასაწყებად.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, "რეალის" გენერალური დირექტორი მზადაა შესთავაზოს იტალიურ მხარეს მაქსიმალური თანხა 30 მლნ. ევრო. ეს თანხა ალბათ დააკმაყოფილებს "ფიორენტინას" ხელმძღვანელებს. თან ვარგასისთვის "რეალის" დონის კლუბში გადასვლა ნამდვილი პროგრესი იქნება.

ვარგასი, რომელიც "კატანიადან" შეუერთდა "ფიორენტინას" 12 მლნ. ევროდ, ფლორენციელებთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. "ვიოლაში" გადასვლამდე ვარგასმა "სამეფო კლუბის" ყურადღება მიპყრო, მაგრამ იტალიურმა მხარემ აჯობა მადრიდულს. პერუელმა ფეხბურთელმა წელს 17 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანაც მოახერხა.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 16 ნოემბერი 2009
  • 2431
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)