სანჩესი: "ბენზემას ბევრი შანსი ჰქონდა თავის გამოჩენისა"

სამეფო კლუბის ლეგენდარული გოლეადორი უგო სანჩესი, ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის (LFP) ელჩად აირჩიეს ამერიკაში."ას"-ისთვის მცემულ ინტერვიუში, მექსიკელმა ყოფილ გუნდში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.


შეთანხმება LFP-სთან: "აღნიშნულ კონტრაქტი ყველაზე საინტერესო ის არის, რომ უფლება მაქვს, პარალელურად სამწვრთნელო საქმიანობას მივყო ხელი.ძალიან მინდა, რომ მომავალში ესპანეთში გავხდე რომელიმე გუნდის დამრიგებელი და ჩემი კუმირის, ლუის არაგონესის ნაკვალევს გავყვე.ჯერჯერობით შემოთავაზებებს ველოდები და მზად ვარ დავიწყო მუშაობა ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის მექსიკაშიც."

"რეალის" მწვრთნელობა: "სიმართლე გითხრათ, აღნიშნულ აზრს ჩემს გონებაში არ გაუვლია.ვგონებ, ეს აუხდენელ ოცნებათა ნუსხას მიეკუთვნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნაში ვარ, რათა ჩემი შესაძლებობები, როგორც დამრიგებელმა ისე მოვსინჯო სამეფო კლუბში.თუ პერესს დავჭირდი, იცის როგორ დამიკავშირდეს."

მიმდინარე ლა ლიგა: "როგორც ჩანს, "ატლეტიკოს" ძალუძს, მესამე კლუბი გახდეს პრიმერაში და ეს ჩემპიონატისათვის სასარგებლოა.ვიმედოვნებ, რომ სიმეონეს შეგირდებს ეყოფათ იმის რესურსი, რათა ანალოგიურად გააგრძელოთ მაისამდე და ტიტულისათვის იბრძოლონ."

კარიმ ბენზემა: "ფრანგი ფოვარდი დიდ ზეწოლას განიცდის და ეს უწინარესად, მისი დამსახურებაა.ჩემი აზრით, უკვე დღის წესრიგში დგას მისი მადრიდული მომავლის საკითხი.კარიმი თუ დაიწყებს გოლაობას, ამით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება და "რეალიც" სხვაზე არ იფიქრებს, მაგრამ სიტუაციის არშეცვლის შემთხვევაში, მას ახალი კლუბის მოძიება მოუწევს.ვგონებ, ბენზემას ჰქონდა საკმარისი შანსი იმისა, რომ თავი გამოეჩინა.ერთს გეტყვით, "ბლანკოსის" "ცხრიანი" პიროვნულად მტკიცე და ძლიერი უნდა იყოს."

ალვარო მორატა: "ახალგაზრდა თავდასხმელი, მიზანმიმართული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.მას თავისუფლად შეუძლია ასეთი დონის კლუბში თამაში."

გუნდის სტილი: "ალბათ, უცნაური იქნება, რომ "რეალმა" ისე დაიწყოს თამაში, როგორც ამას "ბარსა" აკეთებს."

მესუთ იოზილი: "რთულია ამ თემაზე საუბარი, რამეთუ სრულად არვარ ინფორმირებული, თუ რა მოხდა."

realmadrid.ru

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)