პაველ ნედვედი : „სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულია“

იუვენტუსის ყოფილმა შეგირდმა, პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ იუვენტუსს ამ შემადგენლობით შეუძლია მადრიდის რეალის დამარცხება, ყველაფერი მომზადებაზე და რაც ყველაზე მთავარია, მონდომებაზე იქნება დამოკიდებული...


„ბებერ ქალბატონს „ბლანკოსის“ წინააღმდეგ არაერთხელ გაულაშქრებია და წარმატებისთვის მიუღწევია, ჩემთვის სამეფო კლუბის კარში გატანილი გოლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო, შესანიშნავად მახსენდება ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალი, რომელიც ბერნაბეუზე 2-1 გვგქონდა წაგებული, საშინაო არენაზე კი 3-1 გავიმარჯვეთ და ფინალურ ეტაპზე გავედით, მესამე გოლის ავტორი სწორედ მე გახლდით, მთელი ღამე ის მომენტი მედგა თვალწინ და თავს ბედნიერად ვგრძნობდი.“

„მადრიდელებს ყოველთვის გამორჩეული შემადგენლობა ჰყავდათ. ვითარება არც ამ ეტაპზეა შეცვლილი, მაგრამ ვთვლი, რომ მაშინდელი „ბლანკოსი“ გაცილებით უფრო ძლიერი იყო ვიდრე ახლანდელი, თუმცა იმის თქმაც შემიძლია, რომ მარჩელო ლიპის დროინდელი „იუვე“ ბევრად უფრო ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა ვიდრე დღევანდელ დღეს. იმის თქმა რად ღირს, რომ მაშინ გუნდში ირიცხებოდა ალესანდრო დელ პიერო და დევიდ ტრეზეგე.“

“ამჟამინდელი მდგომარეობით ტურინული კლუბი აღზევების გზას ადგას, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გუნდმა დაიბრუნოს ძველი დიდება და დარწმუნებული ვარ დასახული მიზანი სულ მალე იქნება მიღწეული.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 ოქტომბერი 2013
  • 1760
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)