ილარა : „მალაგასთან მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს“

ასიერ ილიარამენდის განცხადებით მალაგასთან დაპირისპირებას სამეფო კლუბისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა კარლო ანჩელოტის შეგირდები შეხვედრისთვის მზადებას საფუძვლიანად ვერ მოახერხებენ, რადგან წინ სანაკრებო ბატალიები გახლავთ, რაც ნებისმიერ გუნდში არსებულ სიტუაციას გარკვეულწილად ურევს...


„ჩვენ განსაკუთრებული მზადება გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ რამდენად მოვახერხებთ ანჩელოტის გეგმის განხორციელებას სავარჯიშო თვალსაზრისით მეორე საკითხია, იქიდან გამომდინარე, რომ წინ სანაკრებო ბატალიები გველის, სადაც თითქმის მთელი მადრიდის რეალია გამოძახებული, საკუთარი ქვეყნებიდან დაბრუნებული ფეხბურთელების ერთ ყაიდაზე მოქცევა კი ნებისმიერი გუნდის მწვრთნელს უჭირს, რადგან ხდება მინიმალური გადახალისება.“

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგად ვიასპარეზოთ და დამაჯერებელი ქულები მოვიპოვოთ, ამით ჩვენ ფსიქოლოგიური უპირატესობა გვექნება, რომელიც ტურინის იუვენტუსთან და ბარსელონასთან შეხვედრებისათვის უნდა გამოვიყენოთ, ამ თვეში „ბლანკოსი“ უპრინციპულეს მატჩებს გამართავს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მთელი მადრიდული პუბლიკა ბედნიერი იქნება.“

„ისკოს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში, მაგრამ ამჟამად ის სამეფო კლუბს ეკუთვნის და დარწმუნებული ვარ ყველაფერს დაივიწყებს, ალარკონი შესანიშნავი „ათიანი“ გახლავთ და მისი პროფესიონალიზმი გუნდს ბევრ რამეში გაუწევს დახმარებას.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 ოქტომბერი 2013
  • 1405
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)