ლა ლიგა შაბათს განახლდება

ლა ლიგა განახლდება ამ კვირის ბოლოს, კერძოდ შაბათს. როგორც მოგეხსენებათ, გულშემატკივარი მოუთმენლად ელის პრიმერა დივიზიონის თამაშებს, რადგან ამ უქმეებზე ფიფას ვირუსით დაავადნენ ფეხბურთელები.


როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მომავალი მეტოქე სანტანდერის "რეასინგი" იქნება, მატჩი გაიმართება სანტიაგო ბერნაბეუზე. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, მაშინ დავინახავთ, რომ სამეფო კლუბი საკუთარ მოედანზე 3–4 გოლს მაინც უტანს თავის მომავალ მოწინააღმდეგეს, ეს ბრწყინვალე შედეგია... მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს, ამ წყვილში ფავორიტის დასახელება არავის არ გაუჭირდება.

"რასინგი" წელს საშინლად გამოიყურება, ისინი მე–17 ადგილას იმყოფებიან და ზემოთ ასვლის პერსპექტივაც არ გააჩნიათ. მათ გამარჯვება არ მოუპოვებიათ, რაც ლა ლიგა დაიწყო. "თეთრების" მომავლმა მეტოქეებმა ბოლო ტურში "მალაგასთანაც" დათმეს შეხვედრა ანგარიშით 2–1 და თავი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდეს. ასევე მათ წარუმატებლობას ისიც ემატება, რომ სანტანდერელების მთავარი მწვრთნელი ხუან კარლოს მანდია გაანთავისუფლეს პოსტიდან 9 ნოემბერს.

სანტიაგო ბერნაეუზე ეს ორი კლუბი ერთმანეთს 41–ჯერ შეხვდა, აქედან 31 მატჩი "თეთრებმა" მოიგეს, მხოლოდ და მხოლოდ 5 შეხვედრა დათმეს, დანარჩენი კი ფრედ დასრულდა. ბოლოს "რასინგმა" 2005 წელს გაიმარჯვა მადრიდისტების საშინაო არენაზე (2005 წლის 21 დეკემბერს, ანგარიშით 1–2).

ერთის მხრივ უპირატესობა სანტანდერელებსაც აქვთ, მათი ფეხბურთელები ფაქტიურად არ გამოუძახიათ ამ სანაკრებო კვირას ეროვნულ გუნდებში, აი მადრიდული გრანდიდან კი მთელი გუნდი გამოძახებული იყო საკუთარ ნაკრებებში. ასე, რომ მადრიდისტებს საკმაოდ რთული შეხვედრა ელით, ისინი დაღლილები და ძალა გამოლეულები იასპარეზებენ მოედანზე, მაგრამ მათი თქმით:"დაღლა არ შეეტყობათ და ყველაფერი როგორც მოსალოდნელია ისე მორჩება."

მანუელ პელეგრინის შეგირდებს ერთგვარი სასიამოვნო სტატისტიკა აქვთ ფიფას ვირუსების შემდგომ, მათ ორჯერ მოუწიათ ნაკრებებში გამგზავრება და ჩამოსვლის შემდეგ ორივე მატჩი წარმატებით დაასრულეს, ჯერ 9 სექტემბერს "ესპანილოთან (3–0) და ასევე გაანადგურეს "ვალიადოლიდი (4–2). ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და დაძაბული შეხვედრა ელოდება მაყურებელს...


ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 16 ნოემბერი 2009
  • 2698
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)