მადრიდელებს ნაკრებებში უხმეს

ტრადიციულად სანაკრებო ბატალიებს არც მადრიდის რეალის ფეხბურთელები დააკლდებიან.


ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკენ იკერ კასილასს, ალვარო არბელოას, სერხიო რამოსს და ისკო ალარკონს უხმო. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ბელორუსიის და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებენ.

სამი ხედირა გერმანიის ნაკრებშია გამოძახებული, სადაც იგი ირლანდიელებსა და შვედებს დაუპირისპირდება.

დიდიე დეშამმა კატასტროფულ ფორმაში მყოფ კარიმ ბენზემას და ახლად დაბრუნებულ რაფაელ ვარანს უხმო, ფრანგებს ურთიერთობა ავსტრალიელებთან და ფინელებთან ექნებათ გასარკვევი.

კრიშტიანო რონალდო, კეპლერ პეპე და ფაბიო კოენტრაო პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა იხმო, ისინი ლუქსემბურიგსა და ისრაელის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

მარსელოს ბრაზილია სამხრეთ კორეას ესტუმრება, შემდეგ კი საშინაო კედლებში ზამბიის ნაკრებს მიიღებს, აქედან გამომდინარე ვიეირას საკმაოდ ბევრი ფრენა მოუწევს.

ანხელ დი მარიას არგენტინის ნაკრები ჯერ პერუს მიიღებს, შემდეგ კი ურუგვაის ესტუმრება ადგილობრივ გუნდთან ურთიერთობის გასარკვევად.

ლუკა მოდრიჩი ხორვატიაში გაემგზავრება საკუთარი გუნდის დასახმარებლად. ხორვატები ბელგიისა და შოტლანდიის ეროვნულ გუნდებთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ხესე როდრიგესი, ალვარო მორატა და დანიელ კარვახალი ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებს შეუერთდებიან, ისინი გუნდის დახმარებას უნგრეთისა და ბოსნიის ნაკრებების წინააღმდეგ შეძლებენ.

რაც შეეხება გარეთ ბეილს, კრის კოულმენს მისი გამოძახება გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ სამედიცინო შტაბის დასკვნის გამო მოთამაშე მადრიდში დარჩა, სადაც ის აღდგენით კურსს გაივლის, გარეთის მიზანია ელ კლასიკოს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს. მალაგასთან შეხვედრისთვის უელსელმა შესაძლოა 25-30 წუთი შეძლოს მოედანზე გასვლა. dle 10.1

  • Hala
  • 8 ოქტომბერი 2013
  • 1951
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)