დაკარგული კაზემირო

გასაკვირია, მაგრამ შესანიშნავი წინასასეზონო მომზადებისა და სეზონის სტარტის შემდეგ ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო გუნდთან ერთად მხოლოდ ვარჯიშით არის დაკავებული და მოედანზე გასვლა არც ისე ხშირად უხდება...


ანჩელოტიმ ჯერ კიდევ არ იცის რომელმაც დუეტმა უნდა ითამაშოს ნახევარდაცვის ცენტრში. ილიარამენდი-ხედირა, ილარა-მოდრიჩი, ხედირა-მოდრიჩი თუ კიდევ სხვა ვარიანტები იტალიელს უკვე ნაცადი აქვს, მაგრამ ოპტიმალური ცენტრი მან ჯერ კიდევ ვერ იპოვა, თუმცა გასახსენებელია წინასასეზონო მომზადება და ამერიკული ტურნე, იქ ჩატარებული შეხვედრები, სადაც ახალგაზრდა კაზემირო ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი შეხვედრა იტალიური ინტერის წინააღმდეგ, სადაც ბრაზილიელი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს სამეფო კლუბის კაპიტნობამდე ცოტა ჰქონდა დარჩენილი.

სეზონის სტარტზე ნახევარმცველმა რამდენიმე გოლის გატანაც მოახერხა, აღსანიშნავია, რომ იგი ბრწყინვალედ ასპარეზობს მეორე სართულზე, გააქვს გოლები და საჰაერო ორთაბრძოლების 80%-ს წარმატებით ასრულებს. საინტერესოა თუ რატომ არ აძლევს შანსს კარლიტო ახალგაზრდა შეგირდს, რომელიც მის კონკურენტებს დღევანდელი მდგომარეობით და თამაშის ხარისხით არაფრით ჩამოუვარდება.

თვენახევრის წინ კაზემირო ღიად აცხადებდა, რომ მისი მიზანი ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გახლდათ, ნახევარმცველის თქმით ანჩელოტი ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ სათამაშო პრაქტიკა არ მოკლებოდა და ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს მხედველობის არეალიდან არ ამოვარდნილიყო, მაგრამ ფაქტა, რომ ბოლო დროს კაზემიროს შანსები მნიშვნელოვნად შემცირა და მისი მუნდიალზე წასვლა თითქმის გამორიცხულია.

მალაგასთან მატჩს, რომელიც სამეფო კლუბი 19 ოქტომბერს გამართავს, დიდი ინტრიგა აქვს. პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ კარლომ ყველას უნდა აჩვენოს გუნდში არსებული სიტუაცია ბარსელონასთან შეხვედრის წინ, მეორე რიგში კი დიდი ინტერესია იმისა იქნება თუ არა ბრაზილიელი ახალგაზრდა სასტარტოში, ან მოახერხებს თუ არა გუნდის მეორე ნახევარში დახმარებას. dle 10.1

  • Hala
  • 8 ოქტომბერი 2013
  • 2582
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (37)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)