პარდესა : „ხესე და ალვარო ბენზემას სრულფასოვანი შემცვლელები არიან“

სამეფო კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიგელ პარდესამ განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტის წინა ხაზში საკმაოდ დიდი რესურსი აქვს...


„მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს და არც ისე ცუდი შედეგები გვაქვს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ ლა ლიგაში 19 ქულა მოვიპოვეთ, მართალია 100%-იანი შედეგი არ გვაქვს როგორც ბარსელონას და მადრიდის ატლეტიკოს, მაგრამ მერწმუნეთ, კონკურენტები აუცილებლად დაკარგავენ ქულებს.“

„წინ სუპერ კლასიკო გველის, დარწმუნებული ვარ საინტერესო სანახაობა იქნება, რადგან ორივე გუნდი ლამაზი ფეხბურთისკენ არის მიმართული და პატივს სცემს სანახაობას.“

„ბენზემას ბევრს აკრიტიკებენ, მაგრამ მისი შესაძლებლობების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, ფრანგი წინა სეზონში ძალიან კარგად ასპარეზობდა. დარწმუნებული ვარ კარიმი მოუმატებს და მრავალ გოლს ჩაიწერს საკუთარ აქტივში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩავარდნის დროს მას ძლიერი შემცვლელები ჰყავს ალვარო მორატას და ხესე როდრიგესის სახით. ვფიქრობ, ისინი სრულფასოვანი შემცვლელები არიან.“

„არ ვიცი რა მოხდება ზამთარში, ჩვენ არ ვფიქრობთ ახალ ტრანსფერებზე, რადგან ზაფხულში საკმაოდ ნაყოფიერი პოლიტიკა ვაწარმოეთ, თუკი საჭიროებამ მოითხოვა შესაძლოა რომელიმე მოთამაშე დავიმატოთ, მაგრამ ამაზე ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობთ, რადგან იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 3 თვეა დარჩენილი და გუნდს ახალ წლამდე ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, დარწმუნებული ვარ საერთო სურათი რამდენჯერმე შეიცვლება.“

„ვულოცავ ბეილს საკუთარი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს, იგი ნამდვილად იმსახურებდა აღიარებას. აღსანიშნავია, რომ გარეთმა ეს ჯილდო უკვე მესამედ მიიღო, დარწმუნებული ვარ იგი მრავალჯერ დაჯილდოვდება ხსენებული პრიზით, რადგან მადრიდის რეალი მას კიდევ უფრო დახვეწავს და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აქცევს. მისი მონდომება დასაფასებელია, უელსელი მოთამაშე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, დაკარგული დრო რაც შეიძლება სწრაფად აინაზღაუროს და კოლექტივის დახმარება მოახერხოს.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 ოქტომბერი 2013
  • 1433
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)