დიეგო კოშტა : „ჩვენ რეალზე შეკრული გუნდი გვყავს“

დიეგო კოშტა : „ჩვენ რეალზე შეკრული გუნდი გვყავს“


მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდის, დიეგო კოშტას განცხადებით, მადრიდს ორი უძლიერესი გუნდი ჰყავს რეალის და ატლეტიკოს სახით, მაგრამ მათ შორის ის სხვაობაა, რომ „როხიბლანკო“ გაცილებით უფრო შეკრული კოლექტივია ვიდრე „ბლანკოსი“...


„ესპანეთს შეუძლია იამაყოს როგორც მადრიდის რეალით, ასევე მადრიდის ატლეტიკოთ, ჩვენ ნამდვილად დიდ გუნდად ჩამოვყალიბდით და ვთვლით, რომ კიდევ ბევრის მიღწევა შეგვიძლია.“

„პერესმა რეალში დიდი ცვლილებები მოახდინა. შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, მოთამაშეები და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ მათ დრო დაჭირდებათ ჩამოსაყალიბებლად, ჩვენ ბევრად უფრო შეთამაშებული და შეკრული გუნდი გვყავს ვიდრე მათ და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მიმდინარე სეზონში ბარსელონას მთავარი კონკურენტი „როხბლანკო“ იქნება.“

„ჩვენი მიზანი ლა ლიგის მოგება გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი მომავალში, რისთვის ვარჯიშს დიდ დროს ვუთმობთ, მთავარი მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღებულ გეზს არ გადავუხვიოთ.“

„პრიმერაში ჯერ-ჯერობით 100%-იანი შედეგი გვაქვს, დარწმუნებული ვარ ოდესღაც ქულებს დავკარგავთ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ეს რაც შეიძლება გვიან მოხდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 ოქტომბერი 2013
  • 2670
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)