მიგელ მუნიოსი - ვიცნობდეთ მას!!!

მოგესლამებით, დროის უქონლობის გამო "ჰალაზე" სტატია დიდი ხანია არ დამიწერია. გუშინ, შემთხვევით შემოვედი და პირველივე სტატია მოურინიოზე დამხვდა. რამაც ჩემში პროტესტის გრძნობა გამოიწვია. თურმე, მწვრთნელი, რომელმაც მხოლოდ 1 "ლა ლიგა" და 1"კოპა დელ რეი" მოიგო საუკეთესო ყოფილა კლუბის ისტორიაში. სტატია, რომელიც ახლა მინდა შემოგთავაზოთ, გასულ წელს იმავე პროტესტის გრძნობის გამო დავწერე. მაშინ "მარკამ" გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ იყო საუკეთესო მწვრთნელი "რეალის" ისტორიაში. პირველზე, დელ ბოსკე გავიდა, რასაც ნამდვილად მივესალმები, მეორეზე კი მოურინიო, რომელსაც მიგელ მუნიოსი მოჰყვება. სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა გიამბოთ და თავად განსაჯეთ ვინ ვისზე უკეთესია...


მაშ ასე, მიგელ მუნიოს მოზუნი 1922 წლის 19 იანვარს მადრიდში დაიბადა. ფეხბურთის წრეზე მიგელი საკმაოდ დაგვიანებით, 18 წლის ასაკში მივიდა, კერძოდ "ფეროვიარას" აკადემიაში, თუმცა ერთი წლის შემდეგ "ჟიროდში" გადაბარგდა, ხოლო აგრეთვე ერთ წელიწადში "იმპერიოში" გადავიდა. 1943 წელს მუნიოსმა უკვე დაიწყო ნამდვილი საფეხბურთო კარიერა. იგი "ლოგრონესის" რიგებში ჩაირიცხა, თუმცა მას მოედანზე გასვლა საერთოდ არ მოუწია. ერთი სეზონის შემდგომ ესპანელი სანტანდერის "რასინგის" რიგებში ჩაირიცხა, სადაც ორი სეზონი დაჰყო, მაგრამ მწვანე მინდორზე თამაში არც აქ ეღირსა.

1946 წელს მიგელ მუნიოსმა იმ დროისთვის საკმაოდ ძლიერ "სელტა დე ვიგოს" მაისური მოირგო, სადაც იგი საკმაოდ კარგ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა. "სელტაში" მიგელმა 2 სეზონი დაჰყო და 36 მატჩიც ჩაატარა. იმ პერიოდში გალისიურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია, დაიკავა რა მეოთხე ადგილი "ლა ლიგაში". ამაში უდიდესი წვლილი სწორედ მუნიოსს მიუძღვის, პაჰინიოსთან ერთად. მიგელმა "სელტას" მაისურით მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, კერძოდ მან "კასტელონის" კარი დალაშქრა.

1948 წელს მუნიოსი მადრიდში გადაბარგდა, იგი "სამეფო კლუბს" შეუერთდა. მან თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის სტატუსი მოიპოვა და გოლების გატანაც დაიწყო. საერთო ჯამში მიგელს 23 გოლი დაუგროვდა. საუკეთესო ამ მხრივ 1950-1951 წლების სეზონი აღმოჩნდა. მაშინ მან ცხრაჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება, რაც იმ დროისთვის, იმ პოზიციის ფეხბურთელისთვის არანორმალური შედეგი გახლდათ.

სიმბოლურია ის, რომ მიგელმა მადრიდის "რეალის" რიგებში 1948 წლის პირველ თებერვალს სადებიუტო მატჩი სწორედ "სელტას" წინააღმდეგ ჩაატარა. სამწუხაროდ იმ შეხვედრაში "ბლანკოსი" 1-4 განადგურდა. პირველად მუნიოსმა "ვალენსიას" კარი დალაშქრა 1948 წლის 26 სექტემბერს. მატჩი ფრედ - 4-4 დასრულდა. 1951 წლის 30 იანვარს მუნიოსმა "ლა ლიგის" მეოცე ტურში "ლეიდას" წინააღმდეგ ხუთი გოლის გატანა მოახერხა, მან მეტოქის კარი მეოთხე, მე-15, 40-ე, 42-ე და 80-ე წუთებზე დალაშქრა.

ასაკის მატებასთან ერთად მისი პოზიცია ძირითად შემადგენლობაში ნელ-ნელა ირყეოდა. მუიოსის ბოლო ორ სეზონში მხოლოდ 16 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა. საბოლოოდ, 1958 წელს, 35 წლის ასაკში, ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა. საერთო ჯამში მან 223 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლიც გაიტანა. რაც შეეხება მუნიოსის ტიტულებს, მან ოთხჯერ "ლა ლიგა", სამჯერ ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ლათინური თასი მოიგო. მიგელმა ესპანეთის ნაკრებშიც იასპარეზა, თუმცა მის სანაკრებო კარიერას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რამეთუ მან მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა...

აქვე აგგაცნობთ მუნიოსის საკლუბო კარიერის დეტალურ სტატისტიკას. საერთო ჯამში მან 259 მატჩი ჩაატარა 12 სეზონის განმავლობაში, მოედანზე დაჰყო 23310 წუთი, გაიტანა 24 გოლი. ჩატარებული შეხვედრების 75% მოიგო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიგელ მუნიოსს კარიერის განმავლობაში არც ერთხელ არ მიუღია არათუ წითელი, არამედ ყვითელი ბარათიც კი(!). იგი მადრიდის "რეალის" კაპიტანიც გახლდათ...

მიგელ მუნიოსი - ვიცნობდეთ მას!!!


1959 წელს მუნიოსმა სამწვრთნელო კარიერაც დაიწყო. თავდაპირველად იგი "რეალის" დამრიგებლის, არგენტინელი ლუის კარნილიას თანაშემწე გახლდათ. 1959 წლის თებერვლიდან აპრილამდე მან მთავარი მწვრთნელის რანგში გაიყვანა "ბლანკოსი" მოედანზე. სულ ამ პერიოდში 9 შეხვედრა ჩაატარა, ხუთი მოიგო, ორი ფრედ დასრულდა და ორიც წააგო. რამდენიმე თვის განმავლობაში მუნიოსი არც თუ ისე ცნობილ კლუბ "პლუს ულტრას" ჩაუდგა სათავეში.

1960 წლის აპრილში კი მან უკვე მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა. მას შემდეგ იგი "რეალს" 15 სეზონის განმავლობაში ედგა სათავეში. სულ ჩაატარა 608 შეხვედრა და მატჩების 60%-ში გამარჯვება მოიპოვა. მის მიერ დამოძღვრილმა "რეალმა" 1194 გოლი გაიატანა და საკუთარ კარში 553 მიიღო. მისი "ბლანკოსში" მწვრთნელობის დასასრულს, ორი სეზონის განმავლობაში მუნიოსი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებსაც ედგა პარალელურად სათავეში.

მიგელ მუნიოსი - ვიცნობდეთ მას!!!


მიგელის მოღვაწეობა მწვრთნელის რანგში უბრალოდ საოცრება გახლდათ. საერთო ჯამში მუნიოსმა "რეალს" ცხრა "ლა ლიგის", ორი ჩემპიონთა ლიგის, ორი "კოპა დელ რეის" და ერთი საკონტინენტთაშორისო თასი მოაგებინა. მუნიოსი ჯოვანი ტრაპატონისთან, იოჰან კრუიფთან, კარლო ანჩელოტისთან, ფრენკ რაიკაარდთან და პეპ გვარდიოლასთან ერთად გახლავთ ადამიანი, რომელსაც ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული.

1975 წელს მუნიოსმა "რეალი" დატოვა და "გრანადაში" გადაინაცვლა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში კიდევ ორჯერ შეიცვალა კლუბი.("ლას პალმასი" და "სევილია").1982 წელს მიგელი კვლავ ჩაუდგა ესპანეთს ნაკრებს სათავეში და მომდევნო 6 სეზონის განმავლობაში იმუშავა "ფურია როხაში". მანვე გაიყვანა ნაკრები ევროპის 1984 წლის ჩემპიონატსა და 1986 წლის მუნდიალზე. ევრო-1984-ზე მან გუნდის ფინალში გაყვანაც მაოხერხა, თუმცა სამწუხაროდ პლატინის საფრანგეთთან დამარცხდა...

1988 წელს 66 წლის მუნისმა სამწვრთნელო კარიერა ავადმყოფობის გამო დაასრულა და თითქმის მთლიანად ჩამოშორდა ფეხბურთს. 1990 წლის 16 ივლისს, 68 წლის ასაკში მიგელ მუნიოს მოზუნი მადრიდში გარდაიცვალა. დღემდე იგი მიიჩნევა მადრიდის "რეალის" ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და მწვრთნელად. მის სახელი "ბლანკოსის" ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებითაა ჩაწერილი... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)