"რეალი" აგუეროს შეძენას იანვარში აპირებს

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ტრანსფერის განხორციელებას მადრიდის "რეალი" იანვარში აპირებს, იტყობინება The Guardian.


წყაროს ინფრომაციით, "რეალი" უკვე სერიოზულად არის დაინტერესებული არგენტინელი თავდამსხმელით, რომელმაც პრემიერ-ლიგის გუშინდელ მატჩში "ევერტონის" წინააღმდეგ (3-1) თავისი მორიგი გოლი გაიტანა.

მადრიდის "რეალი" მზად არის აგუეროს სანაცვლოდ 38 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რომელიც "ქალაქელებმა" ორი წლის წინ გადაუხადეს მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის ტრანსფერში.

მიუხედავად "რეალის" ინტერესისა, 25 წლის თავდამსხმელმა განაცხადა, რომ "სიტიში" ბედნიერია.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ კლუბში გატარებული ყოველი დღით. მე ვიცი, რომ აქ კარგი პროექტია და ჩემი აზრით, ამასი გასაკვირი არაფერია. ასე რომ, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, თუ რამდენ ხანს ვიქნები აქ. მე შემიძლია ბრძოლა კლუბისთვის და ვფიქრობ, დასახულ მიზნებს მივაღწევ კლუბთან ერთად. ჩვენ ყოველ წელს ვუმატებთ, როგორც გუნდი, როგორც კლუბი. ჩვენ ვმუშაობთ ერთი მიმართულებით, რომ კლუბმა მაქსიმუმს მიაღწიოს", - განაცხადა აგუერომ. dle 10.1

  • Ricky.
  • 6 ოქტომბერი 2013
  • 2454
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)