მალდინი: "რამოსს აქვს ყველაფერი, რათა გახდეს ჩემი ღირსეული შემცვლელი"

გამოცემა "MARCA"-მ, გადაწყვიტა მოეწყო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, პაოლო მალდინი და "რეალის" მცველი, სერხიო რამოსი, შეხვდებოდნენ.აღმოჩნდა, რომ ანდალუსიელი მოთამაშის იდეალი სწორედ "როსონერის" ყოფილი კაპიტანი ყოფილა.


შეხვედრაზე ორივე ფეხბურთელმა გააკეთა კომენტარი.საინტერესოა, პაოლოს შეფასება რამოსზე: "სერხიოს ყველაფერი აქვს, რათა ჩემი ღირსეული შემცვლელი გახდეს.ის არის სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი.ამასთანავე ფეხბურთელი ახალგაზრდაა და წინ აქვს მთელი კარიერა." თავის მხრივ მადრიდელმა მცველმაც არ დატოვა უკომენტაროდ მილანელის სიტყვები: "ძალიან მიხარია, ეს სიტყვები ფეხბურთის ლეგენდისგან რომ მესმის.იმედია, გავა წლები და იმის ნახევრად მაინც დამაფასებენ, როგორც ეხლა მალდინის აფასებს ხალხი."

ავტორიტეტული გამოცემის მიერ მოწყობილ საღამოს, ასევე ეწსრებოდნენ "მარკას" რედაქტორი და სხვა თანამშომლები.აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ჩართეს ვიდეო, სადაც მალდინის საუკეთესო მომენტები იყო ნაჩვენები. "იმედია, ისე შევძლებ თამაშს, როგორც პაოლო" - ამბობდა რამოსი.

"როსონერის" ყოფილმა დაცვის ბურჯმა "თეთრების" "4" ნომერს წარმატების საიდუმლო გაანდო: "წარმატების საიდუმლო ის არის, რომ ცხოველივით უნდა ივარჯიშო.მერწმუნე, ამას აუცილებლად მოყვება წარმატება."

შეხვედრის ბოლოს რამოსმა და მალდინიმ საკუთარი მაისურები გაცვალეს.ორივე მათგანზე ავტოგრაფები იყო დატოვებული.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)