„ლევანტე“ - „რეალი“ [პრევიუ]

გთავაზობთ, დღევანდელი მატჩის პრევიუს.


ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მერვე ტურში "ლევანტე" მადრიდის "რეალს" "სიუდად დე ვალენსიაზე" (ტევადობა 25.534) უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. ამინდის მოსალოდნელი ტემპერატურა 23-25 გრადუსია, ქარი 10კმ/სთ, ტენიანობა 60%. გასაკვირი არაა, რომ გუნდებს წელს სხვადასხვა მიზნები აქვთ. თუ სამეფო კლუბი ჩემპიონობისთვის იბრძვის, "ლევანტეს" ევროთასებზე გასვლა აქვს განზრახვული.


"ლევანტეს" მაღალი მიზნებისთვის არასდროს უბრძოლია. ამ გუნდში სხვადასხვა დროს ისეთი სახელოვანი ფეხბურთელები გამოდიოდნენ, როგორებიც არიან პრედრაგ მიატოვიჩი, იოჰან კრუიფი, დამიანო ტომაზი, შოთა არველაძე და სხვა. გასულ სეზონში ვალენსიელები ევროპის ლიგაზე გამოდიოდნენ. ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს, შემდეგ "ოლიმპიაკოს" გამოთიშეს ასპარეზობას (3:0 1:0), მერვედფინალში კი კაზანის "რუბინთან" გამოვარდნენ. ორივე შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებით დროში კი ესპანელებმა 2 უპასუხო გოლი გაუშვეს და ევროპის ლიგას დაემშვიდობნენ.
 
მადრიდელების მიზნებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ყოველ სეზონში გუნდი ყველა ფრონტზე გამარჯვებისთვის იბრძვის და არც ეს წელი იქნება გამონაკლისი, მითუმეტეს, რომ კარლო ანჩელოტის ამის საკმარისი რესურსი აქვს. გასულ სეზონში სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" დამარცხდა (1:4 2:0), რასაც კოპა დელ რეის ფინალის წაგება მოჰყვა თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" (1:2 დ.დ.)
ვალენსიელებმა სეზონი საშინლად დაიწყეს. პრიმერა დივიზიონის წლევანდელი სეზონის გახსნით მატჩში "ბარსელონას" ესტუმრნენ და გამანადგურებელი ანგარიშით, 7:0 დამარცხდნენ. რასაც საკუთარ მოედანზე, "სევილიასთან" ნათამაშები უგოლო ფრე მოჰყვა. სულ კი, კატალონიელებთან მატჩს თუ არ ჩავთვლით, "ლევანტე" ცუდად არ გამოიყურება. რასაც 6 თამაშიანი წაუგებელი სერია მოწმობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ 6დან მოგებების გამო სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფებიან. "ლევანტე" ერთ მატჩში საშუალოდ 0.55 გოლს იტანს, საპასუხოდ კი 1.57-ს უშვებს. რაც შეეხება საკუთარ მოედანზე ნაჩვენებ შედეგს, გუნდს სამივე ფრედ აქვს ნათამაშები - ორჯერ 0:0, ერთხელ 1:1, შესაბამისად, ერთ მატჩში საშუალოდ 0.33ს უშვებს და ამდენივე გააქვს. აღსანიშნავია, რომ "ლევანტეს" გამორჩეული ფეხბურთელი და მთავარი მეგოლე ჯერჯერობით არ ჰყავს. 6ვე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა.
ბოლო ტურში მადრიდის "რეალმა""სანტიაგო ბერნაბეუზე" დედაქალაქურ დერბიში "ატლეტიკოსთან" წააგო (0:1). აქამდე, სამეფო კლუბს, პრიმერა დივიზიონში 22 მატჩიანი (18 მოგება, 4 ფრე) წაუგებელი სერია ჰქონდა. "რეალმა" სეზონი მეტ-ნაკლებად კარგად დაიწყო, საბოლოო ჯამში 7 ტურში 5 მოგებას, 1 ფრესა და 1 მარცხს მოუყარა თავი და 16 ქულით მესამე ადგილზე გამაგრდა. პრიმერა დივიზიონში გაიტანეს 14 და გაუშვეს 7 გოლი. ერთ მატჩში საშუალოდ 2-ს იტანენ და 1-ს უშვებენ. სტუმრად მადრიდელებს 2 მოგება და 1 ფრე აქვთ, ბურთების შეფარდება 5:3. შესაბამისად, ერთ მატჩში საშუალოდ 1.67 გააქვთ 1ის საპირისპიროდ. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს სტუმრად ბოლო 10 თამაშია არ წაუგიათ. გუნდის მთავარი გოლეადორი კვლავ კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც 6 გოლი აქვს გატანილი, მას 4 გოლით კლუბის ახალწვეული, ისკო მოსდევს, ბენზემას ანგარიშზე კი 2 ბურთია. ჩემპიონთა ლიგაზე სამეფო კლუბი ბრწყინვალედ გამოიყურება. "თეთრებმა" ჯერ "გალათასარაი" გაანადგურეს მათსავე მოედანზე (6:1), შემდეგ კი შინ "კოპენჰაგენიც" არ დაინდეს (4:0). შედეგად, გუნდს 2 მატჩში 10 (!) გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბრიდან დღემდე, 20 დღეში მადრიდელები მეშვიდე (!) მატჩს მართავენ.

მასპინძლებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ და დღევანდელ მატჩში უძლიერესი შემადგენლობით გავლენ მოედანზე. გუნდს დაუბრუნდა დავიდ ნავარო, რომელმაც პამპლონაში "ოსასუნასთან" შეხვედრა გამოტოვა. ვალენსიელთა დამრიგებელს, ხოაკინ კაპაროსს ოსალოდნელ მატჩთან დაკავშირებით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია, ის მხოლოდ ფლორენტინო პერესის გუნდის მიმართ მიდგომას შეეხო: "კლუბის გაკეთებას დრო სჭირდება და არა ფული. მადრიდელები კი სწორედ ამ უკანასკნელზე აკეთებენ აქცენტს. ეს მათი საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც დრო ჭირდებათ." ამის შემდეგ კაპაროსს კასილიასზე ჰკითხეს, რაზედაც მან შემდეგი პასუხი გასცა: "იკერი შესანიშნავი მეკარე და ადამიანია, იგი "რეალის" ნამდვილი ლეგენდაა და მის გარეშე სამეფო კლუბი რთული წარმოსადგენია. თუმცა, დიეგო ლოპესი დაკისრებულ მოვალეობებს რწყინვალედ ართმევს თავს." 

მადრიდელები ვალენსიაში ჩაბი ალონსოსა და გარეთ ბეილის გარეშე ჩავიდნენ. გუნდის ახალწვეული კვლავ ტრავმირებულია და თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლინებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. კარლო ანჩელოტიმ "ლევანტესთან" მოახლოებულ მატჩზე შემდეგი განაცხადა: "დასანანია, რომ "ატლეტიკოსთან" წავაგეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ამ მატჩმა ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები ნათლად დაგვანახა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გავიტანეთ, პრობლემები უფრო დაცვაში გვავს, ვიდრე შეტევაში. "კოპენჰაგენთან" გამარჯვების შემდეგი შესანიშნავ ხასიათზე ვართ და "ლევანტეს" დამარცხებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ". ამის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი გარეტ ბეილისა და იოზილის თემასაც შეეხო. მისი თქმით გერმანელის გაშვებას არ ნანობს და მის გუნდში მასზე უკეთესი ფეხბურთელები არიან: "იოზილს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არ ვნანობ მის წასვლას. ბეილს კი ჯერ ტრავმები არ უწყობს ხელს, რათა თავი სრულად წარმოაჩინოს. კარგია, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს, იმედს ვიტოვებ, რომ ორ კვირაში ის დაგვიბრუნდება და აღარ მოუწევს ლაზარეთში ყოფნა". გარდა ამისა, ანჩელოტი ბენზემას საკითხსაც შეეხო და არ გამორიცხავს, რომ მის ნაცვლად ვალენსიაში ახალგაზრდა მორატამ ითამაშოს. 

ლა ლიგაში "ლევანტეს" საკუთარ მოედანზე ზედიზედ 4 ფრე აქვს ნათამაშები, თანაც ისე, რომ ოთხივე შეხვედრის ორივე ტაიმი ფრედ სრულდებოდა. გარდა ამისა, ვალენსიელების მიერ ჩატარებული უკანასკნელი 11 საშინაო მატჩიდან 9-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალთან" ბოლო 5 საშინაო მატჩში "ლევანტეს" 2 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი აქვს. ბურთების შეფარდებაც სრულიად თანაბარია - 4:4. ეს გუნდები ერთმანეთს უკანასკნელად 6 აპრილს, მადრიდში შეხვდნენ, სადაც მასპინძლებმა დიდი ანგარიშით, 5:1 იმარჯვეს. 2004 წლიდან დღემდე კი "ლევანტე" და "რეალი" ერთმანეთს 14-ჯერ შეხვდნენ. 10-ჯერ დედაქალაქელებმა მოიგეს, 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 3-ჯერ კი ვალენსიელებმა გაიმარჯვეს. ბურთების შეფარდება 39:11-ზე მადრიდელთა სასარგებლოდ. გასული 7 ტურის შემდეგ "ლევანტეს" ფეხბურთელებმა 23-ჯერ მიიღეს ყვითელი ბარათი, მაშინ როცა მადრიდელებს სულ 12 გაფრთხილება აქვთ. მოსალოდნელია, რომ "რეალს" ბურთის ფლობის მაღალი მაჩვენებელი ექნება, მასპინძლები კი ხშირად დაჯარიმდებიან და არაერთი ყვითელი ბარათი იქნება ნაჩვენები. შეხვედრას ხოსე ლუის გონსალესი განსჯის, რომელმაც 2013 წლის 26 მაისს "სოსიედადისა" და "რეალის" მატჩში (3:3) იმსაჯა, 5 მაისს კი "მალიორკა" - "ლევანტეს" (1:1) მთავარი არბიტრი იყო. აღსანიშნავია, რომ მან ორივე მატჩში, ფეხბურთელებს 3-3 ყვითელი ბარათი უჩვენა.

პროგნოზი: [პროგნოზის სანახავად საჭიროა იყოთ ვერიფიცირებული მომხმარებელი]

სტატია მოამზადა თორნიკე გვენცაძემ



ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი):

6 აპრილი, 2013 - რეალი 5:1 ლევანტე - პრიმერა
12 ნოემბერი, 2012 - ლევანტე 1:2 რეალი - პრიმერა
13 თებერვალი, 2012 - რეალი 4:2 ლევანტე - პრიმერა
18 სექტემბერი, 2011 - ლევანტე 1:0 რეალი - პრიმერა
19 თებერვალი, 2011 - რეალი 2:0 ლევანტე - პრიმერა

მაქსიმალური კოეფიციენტები:

ლევანტეს მოგებაზე: 10.00 [myBet]
ფრეზე: 5.43 [Pinnacle Sports]
რეალის მოგებაზე: 1.37 [Pinnacle Sports]
ჰანდიკაპის ზღვარი +/- 1.5 (რეალის სასარგებლოდ)



წინა შეხვედრების მიმოხილვა
:



ოსასუნა 0:1 ლევანტე



რეალი 0:1 ატლეტიკო



გუნდების ინფო:

„ლევანტე“ - „რეალი“ [პრევიუ]


სავარაუდო შემადგენლობები:

„ლევანტე“ - „რეალი“ [პრევიუ]


წყარო: Preview.Ge dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)