ჯერ "რასინგი", შემდეგ "ბარსელონა"

პორტუგალიელი კრისტიანო რონალდო მოვლენებს არ უსწრებს წინ.


მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კრისტიანო რონალდო თვლის, რომ "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" დამარცხება დიდებული შედეგი იქნება, მაგრამ ჯერ მისმა გუნდმა "რასინგი" უნდა დაამარცხოს შაბათს "სანტიაგო ბერნაბეუზე". პორტუგალიელმა იცის, რომ ეს კვირა არამარტო მისთვის, არამედ გუნდისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ამ კვირაში ტესტი ჩამიტარდება, რის შემდეგაც ჩემს მდგომარეობას გავიგებ" – აცხადებს რონალდო. "ყველაზე მთავარი ჩემთვის არის მოედანზე ჯანსაღად დაბრუნება. ვნახოთ როგორ ჩაივლის ყველაფერი. მე მსურს გუნდს შუა კვირაში შევუერთდე".

მომავალ კვირას გულშემატკივართა ყურადღება მიპყრობილი იქნება "ბარსელონასთან" მატჩზე.

"ამ მატჩის შედეგი არაფერს გადაწყვიტავს, მაგრამ ძალიან გვსურს "კამპ ნოუზე" გამარჯვება. "რეალი" ყველა მატჩი მოსაგებად გადის მოედანზე. კატალონიაში მშვიდად უნდა ჩავიდეთ. ამისთვის კარგად უნდა ვითამაშოთ "რასინგთან" შაბათს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე "ციურიხთან". ამიტომ ახლა არ არის დრო "ბარსელონასთან" თამაშზე ფიქრისა. ჩვენ პატივს ვცემთ მომავალ ორ მოწინააღმდეგეს" – განაცხადა კრისტიანო რონალდომ.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 16 ნოემბერი 2009
  • 1807
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)