სამეფო ტახტის დაბრუნება

დღეს ''წმინდა '' იკერი დაუბრუნდა კუთვნილ ძირითად შემადგენლობას.
სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილმა გულშემატკივარმა საოცარი სითბოთი, სიყვარულით და პატივისცემით მიაგო პატივი მის დაბრუნებას.


დაბრუნებაცაა და დაბრუნებაც. იკერ კასილასი ბრწყინვალე ფორმით, დამახასიათებელი თავდაჯერებულობითა და თავდადებით დაუბრუნდა კუთვნილ ადგილს. კაპიტანმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო მატჩში. ბოლო წუთებზე მისმა გასაოცარმა თამაშმა ბევრი შესაძლოა 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააბრუნა, სადაც გადამწყვეტ მომენტში ახლადშემოსულმა იკერ კასილასმა საოცარი ბურთები მოიგერია და გამარჯვება შეუნარჩუნა გუნდს. გუშინდელ საღამოს მის მიერ მოგერიებული ბურთი ძალიან ჰგავდა სწორედ იმ 11 წლის წინანდელს.

კასილასი არის მეკარე, რომელსაც ყველაზე მეტი ''სეივი'' აქვს გაკეთებული ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. რამდენიმე წუთით ადრე, სანამ მატჩი დასრულდებოდა 40 000 მადრიდისტა ფეხზე წამოუდგა თავის კაპიტანს და ერთხმად ყვიროდა : იკერ ! იკერ !
იქნებ ანჩელოტიმ ახლა მაინც გაიაზროს თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, რა მოვლენასთან აქვს საქმე. ყველას მოსწონს დიეგო ლოპესის სტაბილურობა, თუმცა არავინ თქვას, რომ დღეს იგი უკეთეს ფორმაშია.

ბუტრაგენიო მატჩის შემდგომ: ''კასილასს საოცარი საჩუქარი ერგო ღვთისგან, მას ბრილიანტის ხელები აქვს''

დღევანდელი გამარჯვება იკერის ბენეფისია . მისი კარში დგომა აბსოლიტურად სხვა ემოციას აღძრავს ყველა მადრიდისტაში. ის ლეგენდაა და უნდა დავაფასოთ, სხვას არ ჰყავს მსგავსი კაპიტანი !
ერთხელ უკვე დატოვა თეთრმა კაპიტანმა სამეფო კლუბი, მეორედ ეს არ უნდა დავუშვათ.
dle 10.1

  • Stifler
  • 3 ოქტომბერი 2013
  • 4395
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (19)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)