მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ანჩელოტი მატჩის დასრულების შემდგომ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.


''რეალი'' განაგრძობს წარმატებულ გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზე. ორი ტურის შემდგომ მადრიდელები jგუფში პირველ ადგილზე არიან და მათ ანგარიშზე 10 გატანილი გოლია. კარლო ანჩელოტი პრესკონფერენციაზე კმაყოფილი ჩანდა და საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა ფეხბურთელების მიმართ.

''ჩვენ რამდენჯერმე შევცვალეთ ტაქტიკა მატჩის მიმდინარეობისას, რადგან მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა. რონალდო და დი მარია უფრო გახსნილები იყვნენ, სწორედ მათი აქტიურობის ხარჯზე შევძელით თამაშის მოგება. პირველი ორი გოლი ბრწყინვალე კომბინაციის შედეგად გავიდა, ჩვენ კარგად გამოვიყენეთ ფლანგები. ილარამ, ხედირამ და მოდრიჩმა კარგი სამუშაო გასწიეს. '

მარსელოს დაბრუნება
''ბრაზილიელი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია გუნდისთვის. ის განსხვავდება კოენტრაოსგან, მართალია, პორტუგალიელი დაცვაში საიმედოა, თუმცა მარსელოს შეტევითი პოტენციალი გასაოცარია. როცა განზრახული გაქვს მყარი სისტემის ჩამოყალიბება, ამისათვის აუცილებელია ძლიერი განაპირა მცველების ყოლა გუნდში. რაც შეეხება რამოსის არყოფნას, ის უბრალოდ დავასვენე. ''

ანჩელოტი კასილასზე საუბრობს
''მან ბრწყინვალედ ითამაშა. ბოლო წუთებზე რამდჯერე გადაარჩინა გუნდი. იკერი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მისი პროფესიონალიზმი და მონდომება სამაგალითოა ნებისმიერი ადამიანისთვის.''

ბეილის არყოფნა

''ჩვენ არ ვნერვიულობთ. მას კუნთის გადაღლილობა აღენიშნება და საგანგაშო არაფერია. აუცილებლად დაველოდებით მის ბოლომდე გამოჯანმრთელებას, რაც დაახლოებით 15 დღეს მოიცავს და მხოლოდ ამის შემდეგ გავიყვანთ მოედანზე. გარეტი ძალიან მონდომებულია და მალე დაუბრუნდება გუნდს''

იტალიელმა შესაძლო კრიტიკაზე ისაუბრა ფანების მხრიდან
''როცა გისტვენენ არ არის ცუდი. ეს ჩემს კარიერაში არაერთხელ მომხდარა და მხოლოდ მოტივაციას მმატებდა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი ინჩადა არ იყო კმაყოფილი, რადგან ნელი ტემპით ვთამაშობდით, შემდეგ მოვუმატედ სისწრაფეს, თამაშის მოსაგებად ორივე კომპონენტი საჭიროა ''




ინფომრაციის წყარო : Realmadrid.Com
dle 10.1

  • Stifler
  • 3 ოქტომბერი 2013
  • 3375
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)