ვეტოკელე: "ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს"

დანიური კოპენჰაგენის ფორვარდის, ვეტოკელეს განცხადებით, მის გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბერნაბეუდან თუნდაც 1 ქულა წამოიღოს...


„ჩვენ ჯგუფში ყველაზე ნაკლები შანსი გვაქვს , ვინაიდან მეტოქეები სტამბულის გალათასარაი, მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი არიან. მოგეხსენებათ, სამივე გუნდს აქვს დიდი ამბიცია და ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად წინ წასვლა მათ მიზანს წარმოადგენს, თუმცა ვთვლი, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თუნდაც ფრეს მივაღწიოთ, ეს ჩვენთვის მართლაც დიდი შედეგი იქნება.“

„კრიშტიანო რონალდოსთან დიდი სიფრთხილეა საჭირო, პორტუგალიელი უმაღლესი დონის შემტევია, რომელსაც ბრწყინვალე დარტყმა აქვს და ნებისმიერ მომენტში შეუძლია მეტოქის კარის აღება.“

„ბლანკოსს ყველაზე დიდი შანსი აქვს, ისინი სავარაუდოდ პირველ ადგილს დაიკავებენ და ფლეიოფში კომფორტულ მეტოქეს შეხვდებიან, გალათასარაისთან მატჩმა დაგვანახა, რომ ანჩელოტის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება გახლავთ, ესპანელებმა გაძლიერებული თურქები ნაცარტუტად აქციეს.“

„მადრიდულ გუნდთან თამაში დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა, ჩვენ ამით დიდ გამოცდილებას შევიძენთ, რომელსაც სამომავლოდ გამოვიყენებთ. იმედი მაქვს გოლის გატანას მოვახერხებ, ეს დიდი წარმატება იქნება ჩემთვის.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 ოქტომბერი 2013
  • 1299
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)