ანჩელოტი: „დრო გვჭირდება“

კარლო ანჩელოტიმ „კოპენჰაგენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სტარტი გვქონდა და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია მოგება სერიის გაგრძელება.დანიელებს 3 წლის წინ დავუპირისპირდი და მინდა გითხრათ, რომ მათთან თამაში საკმაოდ რთულია.„კოპენჰაგენი“ მოწოდების სიმაღლეზე ვერ გამოიყურება ეროვნულ ჩემპიონატში, მაგრამ ევროსარბიელი წარმატებით დაიწყეს.ვფიქრობ, სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ მეტოქემ ჩინებულად იცის შანსის გამოყენება.ამასთანავე, დღევანდელი დაპირისპირება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ვრეაგირებთ მარცხზე.“

„ქომაგების უკმაყოფილება გასაგებია და საერთოდ ასეთი მოვლენა ნორმალურია ფეხბურთში.მათი ამგვარი დამოკიდებულა, ჩვენში მოტივაციის კოეფიციენტს აამაღლებს.ვიცი, რომ გუნდის წარმოდგენები უფერულია, მაგრამ სეზონი დაწყებამდე, „რეალში“ ბევრი რამ შეიცვალა და ამის გამო, ეფექტურობისა და შედეგისათვის, გარკვეული პერიოდი გვჭირდება.დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში უკეთესად წარმოვაჩენთ თავს.“


„ჩემი აზრით, ფლორენტინო პერესი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია „რეალში.“პრეზიდენტი ძალისხმევას არ იშურებს, რათა კლუბი წარმატების გზას დაადგეს.ის ჭკვიანი ადამიანია.ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელები შევიძინეთ და ნამდვილად გაგავაჩნია იმის რესურსი, რომ სეზონი ტრიუმფიათ დავასრულოთ.“

„მორატას უდიდესი პოტენციალი აქვს.მას შეუძლია ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე შესაძლებლობების წარმოჩენა.რაც შეეხება პეპესა და ბენზემას კამათს, ნორმალურია, როდესაც ეს ხდება ფეხბურთელებს შორის მწვანე მინდორზე.კარიმმა იცის, რომ მას და პეპეს შორის პრობლემა არარსებობს.“

„რასაკვირველია, იანავრში გუნდის გაძლიერება არ იგეგმება.ჩვენ საუკეთესო შემადგენლობა გვყავს, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ძალუძს.ფეხბურთელებმა უკეთესად უნდა ითამაშონ და ეს უკვე ჩემი პრობლემაა.“

Realmadrid.com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)