სამეფო კლუბის 5 პრობლემა

მადრიდის ''რეალმა'' ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ლა ლიგის ეგიდით. სეზონი ახალი დაწყებულია და მათ უკვე ხუთქულიანი ჩამორჩენა აქვთ ''ბარსელონასთან''კარლო ანჩელოტის საფიქრალი კი არ ელევა. გთავაზობთ გუნდის 5 უმთავრეს პრობლემას es.eurosport.yahoo.com - ის მიხედვით


სათამაშო სისტემა
განვლილ შვიდ მატჩში ჯერ კიდევ რთულია იმის თქმა, თუ რა სისტემით თამაშობს ''რეალი''. სავარაუდოდ 4-2-3-1 -ით, თუმცა ფეხბურთელთა გადაადგილება იმდენად არასწორად ხდება, რომ სრული ქაოსი ისადგურებს მოედანზე. ყველასდაგასაკვირად, ''ატლეტიკოს'' წინააღმდეგ ხედირა მოგვევლინა სასტარტოში ლუკა მოდრიჩის ნაცვლად. ამან საერთოდ არია მოედნის ცენტრი. გარდა ამისა, დაულაგებელია დაცვის მარჯვენა ფრთა, რომელიც პეპე-არბელოას წყვილს აქვს ჩაბარებული. გუნდის ფლეიმეიკერად კი სერხიო რამოსი გვევლინება, რომელმაც გასულ დერბიში ყველაზე მეტი(99) გააზრებული პასი გააკეთა. ამ მხრივ ანჩელოტის საფიქრალი ბევრი აქვს.
გალაქტიკოსი არ მუშაობს
სატრანსფერო ფანჯარაზე ასობით მილიონი დაიხარჯა, თუმცა შედეგი არ ჩანს. გუნდის ნათელ წერტილებად გვევლინებიან მხოლოდ ისკო და რონალდო, დანარჩენი გუნდი კი დემორალიზებულია. ბევრისთვის გაურკვეველია რისთვის მოიყვანეს ილარამენდი, ბევრი კი უკმაყოფილოა დიმარიას, მოდრიჩის, ბენზემას თამაშით.

სამეფო კლუბის 5 პრობლემა

ბენზემა
ფრანგის საკითხი მემგონი ყველაზე მტკივნეულია სამეფო კლუბისთვის. 90 წუთის მანძილზე ეს ადამიანი მოედანზე არ ჩანს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება ყველა მატჩში, რომ თითქოს გუნდი 10 კაცით თამაშობდესო. მადრიდულ ინჩადას ყელში აქვს მისი უსახური თამაში, ამიტომაც ყველა შეხვედრის შემდეგ სტვენით ''აჯილდოვებენ''. მორატას მარგი ქმედების კოეფიციენტი იმ რამდენიმე წუთში გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბენზემასი გასულ რამდენიმე მატჩში. მემგონი ანჩელოტიმ უნდა გაიაზროს, რომ კარიმი არანაირი სარგებლის მომდანი არაა.
არბელოა და კოენტრაო
კიდევ ერთი დიდი პრობლემა კლუბისთვის. ამ ადამიანების თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ორივე მათგანი მაურინიოს ფავორიტი ფეხბურთელია. სამეფო კლუბს ძალიან აკლია მარსელო, მარჯვენა ფრთას კი კარვახალი, რომელიც თითოეულ ჩატარებულ მატჩში ამტკიცებს, რომ ბევრად აღემატება მის უშუალო კონკურენტს.
არბელოაც და კოენტრაოც შეტევაში უმაქნისები არიან. ეს უკანასკნელი მხოლოდ იმიტომ ირიცხება დღეისათვის ''რეალში'' ,რომ ''იუნაიტედმა'' ვერ მოასწრო მისი არენდით აყვანა,იგი არც მონდომებით და არც თაცდადებით არ გამოირჩევა მოედანზე.
მეკარეები
ეს საკითხი ''რეალში'' მეტადაქტუალურია. რამდენადაც კარგ ნახტომებს არ უნდა აკეთებდეს დიეგო ლოპესი , კასილასის სკამზე ყოფნა საცოდაობაა. ანჩელოტის საფეხბურთო ექსპერტები უწუნებენ იმ გადაწყვეტილებასაც, რომ იკერი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ლოპესი კი - ლა ლიგაში. გამოდის, რომ დიეგომ სამჯერ მეტი მატჩი უნდა ჩაატაროს, კასილასს კი მატჩიდან მატჩამდე იმხელა შესვენება გამოუვა, რომ შესაძლოა ფორმიდან ამოვარდეს. ამიტომაც, ეს საკითხი მოსაგვარებელია. dle 10.1

  • Stifler
  • 29 სექტემბერი 2013
  • 7241
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)