გახდება გუტი "ახალი რიკელმე"?

ურთიერთობა მადრიდის "რეალის" მწვრთნელ მანუელ პელეგრინისა და გუნდის ვიცე–კაპიტან გუტის შორის ძალიან ჰგავს "რიკელმეს საქმეს", მაგრამ ამჯერად ჩილელი სპეციალისტი წვრთნის "რეალს" და არა "ვილიარეალს". ახლა "საპნის ოპერის" როლში ქერა ესპანელი ნახევარმცველია. ეს მდგომარეობა ყველას არგენტინელი ნახევარმცველის საქმეს გვაგონებს.


პოლემიკა პელეგრინისა და გუტის შესახებ ყოველდღიურად მატულობს. დღითიდღე სხვადასხვა ვერსიები ჩნდება, რაც კონფლიქტს უფრო აღრმავებს. ამჯერად საქმე უფრო გაართულა გუტიმ. ერთ–ერთ გაზეთთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მოსწონს ღამის ცხოვრება. "ძალიან მომწონს მეგობრებთან ერთად ღამის კლუბებში სიარული და გართობა. როცა 60 წლის გავხდები, არამგონია დილის ექვს საათზე გამოვიდე კლუბიდან".

ყველაზე ცუდი პერიოდი ფეხბურთელის ცხოვრებაში: "ალკორკონთან მატჩში ის შეცვალეს, ხოლო მომდევნო ოთხ შეხვედრაში საერთოდ არ გამოჩენილა მოედანზე.

ამის შემდეგ ერთი განცხადება განსხვავდებოდა მეორესგან. პირველად გუტიმ განაცხადა, რომ მან მოაწყო პელეგრინისთან კონფლიქტი, შემდეგ კი განაცხადა, რომ კონფლიქტი მოგვარებული იყო. პელეგრინიმ კი განაცხადა, რომ გუტი დაბრუნდებოდა, როცა მოისურვებდა. ესპანელი ნახევარმცველი აგვიანებდა ვარჯიშებზე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე გამორიცხავს კონფლიქტს, ყველა ხვდება, რომ ამ ორ პიროვნებას შორის დაძაბული ურთიერთობაა.

არგენტინელი ხორხე ვალდანო ოთხშაბათს შეხვდა გუტის, რათა განეხილა ეს სიტუაცია. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც გუტიმ ინტერვიუ გააკეთა "ღამის კლუბებთან" დაკავშირებით.

ასეთი სიტუაცია ჰქონდა პელეგრინის, როცა ის "ვილიარეალს" წვრთნიდა (არგენტინელ ხუან რომან რიკელმესთან). არგენტინელი ფეხბურთელი ძალიან ბევრ ყვითელ ბარათს იღებდა. მწვრთნელმა მოაგვარა კონფლიქტი და "ვილიარეალმაც" შეინარჩუნა პელეგრინი. ეს ისტორია იმით დამთავრდა, რომ რიკელმემ 2006 წელს გუნდი დატოვა, მაგრამ "რეალი" არ არის "ვილიარეალი". ასეთი დონის კლუბში შეუმჩნეველი არაფერი უნდა დარჩეს. კლუბის პრესტიჟი არ უნდა შეილახოს.

ჩილელ სპეციალისტს სტვენით შეხვდა "ბერნაბეუს" პუბლიკა "სამეფო თასის" გათამაშების დროს. ენდობიან პელეგრინის თუ გაუშვებენ გუნდიდან? dle 10.1

  • faqo
  • 16 ნოემბერი 2009
  • 1913
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)