მარცხენა მცველის ძიებაში

სამი თვის განმავლობაში გაირკვა ის, რომ მადრიდის "რეალის" ყველაზე სუსტი რგოლი დაცვა, კერძოდ კი დაცვის მარცხენა ფლანგია. გასულ სეზონშიც ანალოგიური სიტუაცია იყო. მაშინ ფლანგებს აკონტროლებდნენ მარსელო, ჰაინცე და მიგელ ტორესი (ამ ორმა უკანასკნელმა წელს დატოვა გუნდი). ჰაინცე ცენტრშიც თამაშობდა და ფლანგზეც, ტორესი კი ფლანგზე ირჯებოდა, მაგრამ არადამაჯერებელი იყო. სიმართლე მოითხოვს ითქვას, რომ რობერტო კარლოსის წასვლის შემდეგ "რეალის" მარცხენა ფლანგი კატასტროფულ დღეშია.


მარცხენა ფლანგის სისუსტე პირველად გამოჩნდა "სევილიასთან" მატჩში, როცა ხესუს ნავასმა ბრაზილიელი მარსელო აიკლო. არბელოას, რომელსაც ორივე ფლანგზე შეეძლო თამაში ტრავმირებული იყო, ხოლო დრენტე არადამაჯერებელ თამაშს აჩვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ არბელოა გამოჯანმრთელდა და შეუძლია თამაში, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ დაიწყო უკვე ფეხბურთელების ძიება მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად. გაელ კლიში ("არსენალი"), პატრის ევრა ("მანჩესტერი") და ლუის ფელიპე ("დეპორტივო") – ამ სამი ფეხბურთელიდან ალბათ ერთ–ერთს შეიძენს მადრიდული გრანდი. კლიშის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გუნდი მას 20 მლნ. ევროდ აფასებს. ევრა ფერგიუსონის საყვარელი ფეხბურთელია და მისი შეძენა ძალიან რთული იქნება. ფელიპე შედარებით იაფი დაჯდება. "დეპორტივოს" პრეზიდენტი აუგუსტო ლენდოირო მზადაა 12 მლნ. ევროდ შეელიოს მარცხენა ბრაზილიელ მცველს ან შედარებით იაფად და მოითხოვოს "კასტილიიდან" სჟალაი, ადანი ან მოსკერა.

კანტერა

ამ მომენტში ჩნდება კითხვა: ნუთუ გუნდს არ ჰყავს კანტერაში კარგი მარცხენა მცველი? ბოლო წლებში "რეალმა" ისეთი კანტერანოები გაუშვა გუნდიდან, როგორებიც არიან ხუან მატა "ვალენსიაში" და ალვარო ნეგრედო "სევილიაში". ეს ორი ფეხბურთელი მხოლოდ პატარა ნაწილია იმ მოთამაშეებისა, რომელიც "სამეფო კლუბმა" გუნდიდან გაუშვა.

სამაგიეროდ წელს "ბლანკოსმა" დააბრუნა ორი კანტერანო: ესტებან გრანერო და ალვარო არბელოა. ეს ფეხბურთელები კლუბს წლევანდელ ზაფხულს შეუერთდნენ და ხელმძღვანელობას მათზე დიდ იმედებს ამყარებს.

მარცხენა მცველის ძიებაში


მაგალითად, მარკოს ალონსო "კასტილიიდან", რომელიც თამაშობს მარცხენა ფლანგზე და "რეალის" აღზრდილია. 19 წლის ფეხბურთელი გამოირჩევა უნივერსალურობით მარცხენა ფლანგის ნებისმიერ პოზიციაზე. მას აქვს სწრაფი სირბილი და ძლიერი დარტყმა. ასევე არის ჩემა ანტონი, რომელსაც შეუძლია ასევე ითამაშოს მარცხენა ფლანგზეც და დაცვის ცენტრშიც. ის გამოძახებული იყო 19 წლამდელთა ნაკრებშიც.

კიდევ ორი ფეხბურთელია კანტერიდან, რომელთაც შეუძლიათ მარცხენა ფლანგი გააძლიერონ. ესენი არიან დანა გარსია ორტეგა, რომელიც საიმედოა ამ პოზიციაზე, მაგრამ ტარვმიანობით გამოირჩევა. მეორე ფეხბურთელი კი გახლავთ ხავი გარსია ნობლეხასი, მაგრამ ის მხოლოდ 16 წლისაა. ის შესაძლოა გახდეს მარსელოს შემცვლელი.

დეკემბრის თვეში "რეალი" დაიწყებს ფიქრს შეიძინოს მარცხენა მცველი ტოპ–კლუბებიდან, მაგრამ იქნებ კანტერასაც გადაავლოს თვალი. ჩემა ანტონი და მარკოს ალონსო ელოდებიან თავიანთ შანსს.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 15 ნოემბერი 2009
  • 3757
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)