დი მარია: „ზოგჯერ კლუბს თავისი ფეხბურთელი ავიწყდება“

სამეფო კლუბის არგენტინელმა ვინგერმა, Rock and Pop Radio-სთან საინტერესო თემები განიხილა.


„ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ესპანეთში დარჩენა გადავწყვიტე.ვიცოდი, რომ კლუბი ხმაურიან ტრანსფერს განაოხრციელებდა, თუმცა ამას არ შევუშინებივარ.საბედნიეროდ, პრე-სეზონის პერიოდი, ჩემთვის ნაყოფიერად წარიმართა.კარგ ფორმაში ვარ და მწვრთნელიც მენდობა.ეს ყველაზე მთავარია.“

„სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლავეცისთან მქონდა საუბარი.მან მითხრა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბიდან წასვლაზე არ უნდა მეფიქრა.მეც დავრჩი და ვაპირებ ბრძოლას სასტარტო შემადგენლობისთვის.“

„7 წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ, პიპიტას ახალი სისხლის გადასხმა ესაჭიროებოდა.აქ, დიდი ზეწოლა მოდიოდა მასზე.ქომაგები და პრესის ფურცლები მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ.მშრალი სერიის გამო, არერთხელ გაეხვია კრიტიკის ქარ-ცეცხლში, რაც ბუნებრივია, ფეხბურთელს მოქმედებს.“

„სიმართლე გითხრათ, მესუთთან არ მისაუბრია.ადამიანები ამბობენ, რომ ის კონკურენციას გაექცა, რაშიც დარწმუნებული არ ვარ.“

„კლუბთან 2018 წლამდე მაქვს დაკავშირებული მომავალი და ეს მაბედნიერებს.ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა სათამაშო წუთები მოვიპოვო და შემდეგ, „რეალის“ სახელით სიკვდილამდე ვიბრძოლო.“

„მწვრთნელმა განგვიმარტა, რომ ძირითადში მხოლოდ საუკეთესო ფორმაში მყოფი მოთამაშეები მოხვდებიანო და ამას პირნათლად ასრულებს.ბოლო პერიოდში, ბეილი „ტოტენჰემთან“ არ ვარჯიშობდა, ამიტომაც მისი კონდიციები იდეალურისგან შორსაა, რაც მის სათამაშო დროზეც აისახება.“

„მე და გარეთი კონკურენტები ვიქნებით.ანჩელოტიმ იცის, რომ ჩემი სახით ყავს მოთამაშე, რომელიც 100 პროცენტით დაიხარჯება იმისათვის, რომ სასტარტოში მოხვდეს.“

„მესიცა და რონალდუც დიდებული ფეხბურთელები არიან.რასაკვირველია, მათი შედარება ყოველთვის იქნება.“

as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)