ძრავის შეცვლა ანუ როგორ ეძებდა მადრიდის „რეალი“ მაკელელეს შემცვლელს

10 წლის წინ, 2003/04 წლების სეზონის დასაწყისში, მადრიდის „რეალმა“ გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა კონტრაქტი კლოდ მაკელელესთან. ფლორენტინო პერესმა განაცხადა -„ კლუბში არავინ იდარდებს კლოდის წასვლით, რომელსაც ჰქონდა საშუალო ტექნიკა, დაბალი სისწრაფე და არც თუ სახარბიელო შეტევითი უნარი, გავა დრო და ახალგაზრდები ჩაანაცვლებენ მაკელელს“


ზინედინ ზიდანის რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით სრულად შეესაბამებოდა სიმართლეს - „რაღა აზრი აქვს შეღებო „ბენტლი“ სხვა ფრად, როდესაც მისი ძრავა დაკარგეთ, თქვენ გაუშვით კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მუშა და შეუფასებელი ფეხბურთელი.“

კლოდის გადასვლის შემდეგ პერესმა დაიწყო ახალი „ძრავის“ ძიება, მისი პირველი მცდელობა გახლდათ ---

ტომას გრავესენი
ძრავის შეცვლა ანუ როგორ ეძებდა მადრიდის „რეალი“ მაკელელეს შემცვლელს

2005 წლის იანვრიდან - 2006 წლის აგვისტომდე.
ღირებულება : 3,5 მილიონი ევრო


ყველამ იცოდა მისი უხეში და ხისტი სტილის შესახებ, მაგრამ ეს პერესს არ ადარდებდა, იგი ეძებდა ტვირთის მზიდავს ზიდანის, რაულის, ფიგუსა და რონალდოსათვის. მის მხრიდან ფეხბურთელების მიმართ აგრესია დღითიდღე იზრდებოდა, რაც მის მიერ მიღებულ სხვადასხვა ფერის ბარათებში აისახებოდა. მას შემდეგ გრავესენის აგრესია უკვე თანაგუნდელებზეც გადადიოდა. ერთხელ ვარჯიშის დროს ძალიან ხისტად ეთამაშა სერხიო რამოსს, ხოლო უფრო მოგვიანებით 2006 წელს რობინიოზე „გაიწია“

ძრავის შეცვლა ანუ როგორ ეძებდა მადრიდის „რეალი“ მაკელელეს შემცვლელს

გრავესენს ფეხბურთელებმა აუხსნეს, რომ თანაგუნდელებთან ასე თამაში კარგი არ იყო, გრავესენი ამაზე უარესად გაბრაზდა და ფეხბურთელებს შორის ნამდვილი ჩხუბი გაჩაღდა.



პაბლო გარსია

ძრავის შეცვლა ანუ როგორ ეძებდა მადრიდის „რეალი“ მაკელელეს შემცვლელს

2005 წლის ივლისიდან - 2008 წლის ივლისამდე
ღირებულება - 4 მილიონი ევრო.


„ოსასუნაში“ კარგი გამოსვლის შემდეგ პაბლო გარსიამ თავი „ბლანკოსში“ ამოყო. მაგრამ ფაბიო კაპელო მას არ აქცევდა დიდ ყურადღებას და ამიტომ იგი ჯერ „სელტაში“ და შემდეგ „მურსიაში“ გაუშვეს არენდით. საბოლოოდ პაბლო გარსიამ „რეალში“ ფეხი ვერ მოიკიდა.


ემერსონი

ძრავის შეცვლა ანუ როგორ ეძებდა მადრიდის „რეალი“ მაკელელეს შემცვლელს

2006 წლის ივლისიდან - 2007 წლის აგვისტომდე
ღირებულება : 16 მილიონი ევრო

30 წლის ემერსონი ფაბიო კაპელოს საყვარელო ფეხბურთელი გახლდათ. იგი მასთან ერთად მუშაობდა როგორც „რომაში“ ასევე „იუვენტუსში“ და მას მიეცა შანსი მადრიდის „რეალში“ თამაშისაც. 2006 წელს ბრაზილიის ექს-კაპიტანი და ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე ვერ იყო ოპტიმალურ ფორმაში. ემერსონმა აკლიმატიზაცია ვერ გაიარა ევროპულ ფეხბურთში და ამიტომ გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. იანვარში მას სურდა კლუბის შეცვლა და ისევ „იუვენტუსში“ დაბრუნება. საბოლოოდ რამონ კალდერონმა აგვისტოში ფეხბურთელი „მილანს“ მიჰყიდა 6 მილიონ ევროდ.
კონფლიქტი ჰქონდათ ემერსონსა და ფაბიო კაპელოს, გავიხსენოთ მატჩი ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალური ეტაპის შეხვედრა „ბავარიის“ წინააღმდეგ, სადაც ემერსონი ვერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. ზემოთ ხსენებულ მატჩში კაპელოს გადაწყვეტილი ქონდა ბრაზილიელი მატჩის ბოლოსკენ ჩაერთო თამაშში, მაგრამ ემერსონმა ამაზე უარი განაცხადა და სათადარიგოთა სკამიდან არც წამომდგარა.


მაჰამადუ დიარა
ძრავის შეცვლა ანუ როგორ ეძებდა მადრიდის „რეალი“ მაკელელეს შემცვლელს

2006 წლის აგვისტოდან - 2011 წლის იანვრამდე
ღირებულება - 26 მილიონი ევრო


მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფაბიო კაპელოს მოსვლის შემდეგ, მან განუცხადა კალდერონს, რომ აუცილებლად ეყიდათ 3 ფეხბურთელი :„ დიარა, დიარა და დიარა“. საბოლოოდ დიარა მადრიდში გადმობარგდა. მისი იდილია ტრავმამ დაასრულა, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში მიიღო. მის ფეხის ტრავმას მენისკიც დაემატა და ამ ყველაფერმა 9 თვიანი უქმობა მოუტანა დიარას. ამ დროს მის ადგილას კი 6 ნომრიანი მაისურით შესანიშნავად ირჯებოდა ლასანა დიარა. 2009 წლის ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ (ჩაბი ალონსო) აღარც ლასანა და აღარც მაჰამადუ აღარავის ახსოვდა.


ფერნანდო გაგო

ძრავის შეცვლა ანუ როგორ ეძებდა მადრიდის „რეალი“ მაკელელეს შემცვლელს


2006 წლის დეკემბრიდან - 2012 წლის ივლისამდე
ღირებულება - 20.5 მილიონი ევრო.

ემერსონის პრობლემების გამო კაპელომ დაიწყო ფეხბურთელი ძიება და იტალიელმა „ბოკაში“ აღმოაჩინა ფერნანდო გაგო, რომელსაც შესანიშნავად შეეძლო ბურთის დამუშავება და ჰქონდა მოედნის გასაოცარი ხედვა. ყველასთვის გასაოცრად გაგო მშვენივრად ახდენდა ტექნიკის დემონისტრირებას და აცვიფრებდა ყველას. პირველი ორი სეზონი გაგომ იდეალურად ჩაატარა, მაგრამ შემდეგ იგი დაამუხრუჭა ჩაბი ალონსოსთან და ლასსთან კონკურენციამ. მას შემდეგ გაგოს საქმე უკან-უკან წავიდა. საბოლოოდ ფერნანდო გაგო დაბრუნდა იქ საიდანაც დაიწყო მისი აღზევება ( ბოკა ხუნიორსში)



ჩავი გარსია
ძრავის შეცვლა ანუ როგორ ეძებდა მადრიდის „რეალი“ მაკელელეს შემცვლელს

2008 წლის ივნისიდან - 2009 წლის ივლისამდე
ღირებულება - 4 მილიონი ევრო

ჩავი გარსია არ იყო ერთადერთი „კანტერანო“, რომელიც კლოდ მაკელელეს შემცვლელად მოიაზრებოდა. პერესის ეპოქაში პირველ კლუბში ირიცხებოდნენ ბორხა ფერნანდესი, ჩორდი ლოპესი და ბორხა ვალეროც, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მათ ფეხი ვერ მოიკიდეს კლუბში. ჩავი გარსია კარგად ირჯებოდა „ოსასუნას“ რიგებში. მადრიდში გადმოსვლის შემდეგ მასაც, როგორც მრავალ ფეხბურთელს, უცნობი „ზებუნებრივი“ ძალების ზემოქმედების გამო სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა. სწორედ ამის გამო მან 2009 წელს „ბენფიკას“ მიაშურა.
ჩავი გარსიას მოუწია თამაშში ჩართვა კატალონიის „ბარსელონას“ წინააღმდეგ. იგი მოედანზე გავიდა მას შემდეგ, რაც ანგარიში 2-5 გახდა, მაგრამ გავიდა მეორე „გვარით“. მას მაისურზე ეწერა არა GARCIA, არამედ GRACIA - რაც იტალურად მადლობას ნიშნავს.



ლასანა დიარა

ძრავის შეცვლა ანუ როგორ ეძებდა მადრიდის „რეალი“ მაკელელეს შემცვლელს

2009 წლის იანვრიდან - 2012 წლის აგვისტომდე
ღირებულება - 20 მილიონი ევრო


მაჰამადუ დიარას დამტვრევის შემდეგ მისი ადგილი ჩაიბარა უკვე სხვა დიარამ - ლასანამ, რომელსაც „პორტსმუტთან“ ერთად მოგებული ქონდა 2008 წელს ინგლისის თასი. ლასანა დიარა განსხვავებით მაჰამადუსგან ცნობილი გახდა არა გვარით არამედ სახელით, მის მაისურს ამშვენებდა წარწერა „Lass“. ლასანას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგებოდა ჰუნტელაართან ერთად, მაგრამ შეეჯახნენ პრობლემას რეგლამენტის წინაშე. როგორც აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტი კრძალავდა ორი ახალწვეულის ჩასმას განაცხადში, ნებისმიერ კლუბს შეეძლო მთავარ ევროტურნირზე მხოლოდ ერთი დებიუტანტის ჩასმა, ამ მიზეზის გამო ჰუნტელაარი ევროტურნირს მიღმა დარჩა.


ჩაბი ალონსი
ძრავის შეცვლა ანუ როგორ ეძებდა მადრიდის „რეალი“ მაკელელეს შემცვლელს

2009 წლიდან - დღემდე
ღირებულება - 30 მილიონი ევრო


„ენფილდზე“ გატარებული ბედნიერი წლების შემდეგ, ბასკი სამშობლომ იხმო და სათამაშოდ მადრიდის „რეალში“ გადავიდა. პერესი ფიქრობდა, რომ ალონსოს გადმოსვლის შემდეგ ცენტრში პრობლემები კლუბს აღარასოდეს შეექმნებოდა, მეტნაკლებად ეს მოსაზრება გამართლდა. ჯერ კიდევ ოფიციალურ დებიუტამდე უკვე არა მხოლოდ პერესი არამედ, მთელი ესპანური საფეხბურთო სამყარო ფიქრობდა, რომ ჩაბი ალონსოს ტრანსფერი გაამართლებდა. როგორც აღმოჩნდა „თეთრებმა“ „ახალი ეპოქის მაკელელე“ აღმოაჩინეს. ჩაბი ალონსო - ეს არის ბრწყინვალე ნახევარმცველი საოცარი ტექნიკით, მოედნის შესაშური ხედვით და უზუსტესი გადაცემებით. ჩაბი კლუბში ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა.
ჩაბი ალონსომ პირველი გოლი „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გაიტანა. თებერვლის თვეში მადრიდული კლუბი „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ უპირსიპირდებოდა, სადაც თეთრები 5:2 ამარცხებდნენ მეტოქეს. მსაჯის სასტვენამდე 3 წუთით ადრე დაინიშნა თერთმეტ მეტრიანი „ყვითლების“ კარში. კრიშტიანუ რონალდუ დუბლის შესასრულებლად გაემართა. სწორედ ამ დროს მასთან მივიდა ჩაბი ალონსო და თხოვა დაეთმო მისთვის ეს თერთმეტ მეტრიანი. რონალდუმ უთქმელად გაუწოდა ბურთი ბასკ ნახევარმცველს. ჩაბიმ გოლი გაიტანა, კრიშტიანუ კი თავის ნახევარზე მარტო იდგა და არ აღნიშნავდა ბასკის მიერ გატანილ გოლს.



სამი ხედირა

ძრავის შეცვლა ანუ როგორ ეძებდა მადრიდის „რეალი“ მაკელელეს შემცვლელს

2010 წლიდან - დღემდე
ღირებულება - 18 მილიონი ევრო


ჟოზე მოურინიო დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა ჩაბი ალონსოს მეწყვილეს, მას სწორედ ხედირას მსგავსი სჭირდებოდა, გაბარიტული, ბურთის კარგად ამრთმევი და უზარმაზარი საქმის შემსრულებელი. ხედირას „რეალში“ საქმე შესაშურად წაუვიდა. იდეალურ ფორმაში მყოფი გერმანელი ალონსოსთან ერთად მადრიდული კლუბის ხერხემალი გახდა.


P.S ამ ზაფხულს მადრიდის რეალმა გადაიხადა რეკორდული თანხა ნახევარმცველში - ასიერ ილიარამენდის შეძენაში - 32 მილიონი ევრო. dle 10.1

  • Saint.Iker
  • 21 სექტემბერი 2013
  • 4711
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)