ლუიშ ფილიპე სკოლარის ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც კლუბმა "ალკორკონთან" ორმატჩიანი შეხვედრა წააგო და შესაბამისადაც სამეფო თასისთვის ბრძოლას პირველივე ტურიდან გამოეთიშა, პირენეიზე უკვე ალაპარაკდნენ მანუელ პელეგრინის შესაძლო წასვლასთან და მის შემცვლელთან დაკავშირებით. ნახსენები იყო ხუანდე რამოსის, ლუიშ ფილიპე სკოლარის და სხვ. სახელები... AS–ის კორესპონდენტებს მიეცათ რა საშუალება, დაუკავშირდნენ სკოლარის და ესაუბრნენ, როგორც კრიშტიანო რონალდუზე, ასევე მთლიანად "მადრიდის რეალსა" და ესპანეთის ლა ლიგაზე.


უყურებთ თუ არა ლა ლიგას?

მე ამჟამად უზბეკეთში ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვახერხებ ყველა ჩემპიონატისთვის თვალის დევნებას.

რას იტყვით კრიშტიანო რონალდუზე?

ის მოიყვანეს იმიტომ, რომ გამხდარიყო იმ პროექტის ცენტრალური ფიგურა, რომელიც კლუბს მილიონები დაუჯდა.

ხშირად გიხდებათ რონალდუსთან საუბარი?

დიახ, რა თქმა უნდა. ევროპაში ჩვენ ერთი და იგივე აგენტი გვყავს მენდეშის სახით.

და რას ეუბნებით მას?


მადრიდში გადასვლით მან ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ინგლისში საკუთარი საქმე მას უკვე გაკეთებული ქონდა. იქ მან მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეეძლო, ამის შემდეგ კი როგორც იცით მოტივაცია ნელ–ნელა ქრება. "მადრიდის რეალში" ყოფნისას მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ უფრო ძლიერი და კლუბის ბურჯი გახდება. მათთვის ის იმაზე მეტი იქნება, ვიდრე იყო "მანჩესტერისთვის".

რატომ?


პირველ რიგში იმიტომ, რომ ესპანური პუბლიკას ის უფრო მეტად მოერგება–მისი ლათინური ხასიათის გამო...

როცა მას წვრთნიდით, რა მოგწონდათ მასში ყველაზე მეტად?

ის ჯერ მხოლოდ 17–18 წლის იყო, როცა ეროვნულ ნაკრებში მოიწვიეს... მან იცოდა, თუ რა სურდა, ბევრს მუშაობდა, მწვრთნელს უჯერებდა. საწვრთნელ ვარჯიშებს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა.

ტაქტიკაზე უფრო მოტივაცია ფასობს?


ფეხბურთელი მოედანზე მარტო ანაზღაურების გამო არ უნდა გამოდიოდეს, მას უნდა ქონდეს იმის მოტივაცია, რომ მისი საუკეთესოობა დაამტკიცოს...

იქნებოდით თუ არა "მადრიდის რეალის" მწვრთნელი?

მე უფრო ვურჩევდი "რეალის" ხელმძღვანელობას მიეცათ პელეგირნისთვის ბოლომდე მუშაობის გაგრძელების საშუალება და იმის დემონსტრირება, რაც მან "ვილიარეალში" გააკეთა. თუ "რეალს" სურს დიდი კლუბის სახელი კვლავ დაიბრუნოს და მოიგოს ჩემპიონატი, მაშინ ამ მწვრთნელს ბოლომდე უნდა ენდოს. არ შეიძლება ერთ შეხვედრაში განცდილი მარცხის გამო მწვრთნელის ყოველ ხუთ–ექვს თვეში შეცვლა...


წაყრო: AS



dle 10.1

  • shvela
  • 15 ნოემბერი 2009
  • 3640
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)