არგენტინა–ესპანეთი [ფეხბურთელთა შეფასებები]

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა არგენტინის გუნდი ანგარიშით 2–1, ამ სტატიაში კი იხილავთ ფეხბურთელთა შეფასებებს მატჩის შემდგომ.


ესპანეთი

კასილასი6 იკერმა ნორმალური შეხვედრა ჩაატარა, პირველ ტაიმში ცოტა შეცდომები კი დაუშვა, მაგრამ არაფერი გაუფუჭებია მოედანზე... ის ერთად ერთი გოლი, რაც არგენრინამ გაიტანა იყო თერთმეტმეტრიანი დარტყმით, ხოლო პენალტი ყველას მოეხსნება, რომ ფორტუნააა.

სერხიო რამოსი–7 ამ მადრიდისტამ არაჩვეულებრივად ითამაშა, შეტევებშიც და თავისმხრივ დაცვაშიც... ამის მიუხედავად ერთ–ორჯერ დი მარია მაინც გაცდა რამოსს და სახიფათო შეტევა გააკეთა მოწინააღმდეგემ. სერხიოს ასევე ჰქონდა გოლის გატანის შანსიც, მაგრამ სულ მცირე მანძილით ააცილა ბურთი კარს.

პიკე–7 კატალონიელმა, პუიოლთან ერთად კარგად ითამაშა დაცვის ცენტრში, მაგრამ არგენტინის შემტევი ფეხბურთელები მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. საერთო ჯამში კი კარგი შეხვედრა გამოუვიდა პიკეს.

პუიოლი–7.5 ამ ფეხბურთელმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა, კარგად კითხულობდა არგენტინის შემტევთა შეტევებს და არ აძლევდა გასაქანს... ფაქტიურად მესიც გამოთიშა თამაშიდან.

კაპდევილა–6.5 ცუდი შეხვედრა ჩაატარა, მესიმ და მაქსი როდრიგესმა ფაქტიურად აიკლეს "ვილიარეალის" მარცხენა მცველი, მაგრამ რამდენჯერმე გუნდიც გადაარჩინა გაშვებული გოლისგან.

ხაბი ალონსო–8 ბრწყინვალედ ითამაშა, მთელი შეხვედერის განმავლობაში გასაქანს არ აძლევდა არგენტინელ ნახევარმცველებს, მან ორი გოლიც მიითვალა და მოაგებინა ესპანეთს ის მატჩი.

სილვა–8 ვალენსიელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა მოედანზე, იგი ადვილად ატყუებდა არგენტინელთა უკანა ხაზს, ერთ გოლში თანავტორობაც გაუწია ხაბი ალონსოს.

ხავი–7 საკმაოდ კარგად ირჯებოდა, შესანიშნავ გადაცემებს უკეთებდა თანაგუნდელებს, მაგრამ საბოლოოდ დიდად თავი ვერ დაამახსოვრა ფეხბურთის ქომაგებს.

ბუსკეცი–6.5 მესიმ აიკლო ფაქტიურად ეს კატალონიელი საყრდენი ნახევარმცველი, მაგრამ ბევრი არაფერი არ გაუფუჭებია მოედანზე.

ინიესტა–8 არაჩვეულებრივად ირჯებოდა ესპანელი ფეხბურთელი, მარცხენა ფლაგზე აწარმოებდა შესანიშნავ შეტევებს და ერთი პენალტიც მოიპოვა. ადვილად უგნევდა თავ–გზას მოწინააღმდეგე დაცვის ხაზს.

დავიდ ვილა–6.5 მოედანზე ფაქტიურად არ ჩანდა, რაც მას ნამდვილად არ სჩვევია, მაგრამ მაინც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე... ერთი–ორჯერ სახიფათოდ შეუტია მეტოქეს.


შეცვლაზე შესულები

რაულ ალბიოლი–5 შეცვლაზე შევიდა და საკმაოდ კარგად ჩაერთო თამაშში, მაგრამ პენალტი აიკიდა და წყალში ჩაიყარა მთელი შრომა...

ფაბრეგასი–6
ნორმალურად ითამაშა, თავი დიდად ვერ დაგვამახსოვრა.

ნეგრედო–6 გოლის გატანის დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, ისე კი კარგად იასპარეზა.

მატა–7 ეს ფეხბურთელი კიდევ ამტკიცებს, რომ შესანიშნავი მოთამაშეა და "რეალმა" უდიდესი შეცდომა დაუშვა ის რომ გაუშვა გუნდიდან.

რეინა–შეფასების გარეშე.


არგენტინა

რომერო–6 რამოდენიმე ბრწყივალე სეივი განახორციელა, მაგრამ ორი გოლი მაინც გაუშვა...

კოლოჩინი–7 ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო... ერთხელ აშკარა გოლისგან გადაარჩინა საკუთარი გუნდი.

დემიკელისი–7 კარგი შთაბეჭდილება დატოვა ყველაზე, მაგრამ რამოდენიმეჯერ ძალიან ადვილად გაცდნენ ესპანელი შემტევები.

ჰეინცე–6.5 ეს ფეხბურთელი განაგრძობს დარწმუნებას იმაში, რომ "ბლანკოსი" სწორედ მოიქცა გუნდიდან, რომ გაუშვა.

ანსალდი–6.5 ძალიან ცუდად ითამაშა, ვერაფერს უხერხებდა მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს.

მაქსი–7 კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თავგზას უბნევდა კაპდევილას და პენალტიც მოიპოვა.

მასკერანო–6.5 ცუდად იასპარეზა, მეტოქე ნახევარმცველები ადვილად ატყუებდნენ.

გაგო–7
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მან საკუთარ ნაკრებში ერთ–ერთი ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, აჩერებდა მეტოქეების შეტევებს და თვითონვე ანვითარებდა შესანიშნავად.

დი მარია–6 ნორმალურად ითამაშა, ერთი გოლის გატანის შანსი მიეცა, მაგრამ კასილასმა აჯობა.

იგუაინი–6.5 კარგად ითამაშა, მაგრამ ბევრი ღირებული ვერ შექმნა მოედანზე. ერთი შანსი ჰქონდა, როდესაც პიკეს გაცდა ინდივიდუალურად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაიტანა გოლი.

მესი–7 არ იყო მისი საუკეთესო მატჩი, მაგრამ აშკარად გამორჩეული იყო თავისიანებში.


შეცვლაზე შესულები

ტევესი–6 ვერ აჩვენა მაყურებელს კარგი თამაში.

პეროტი– დრო არ ჰქონდა პოტენციალის გამოსავლენად.

ლავესი–შეფასების გარეშე.


ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 15 ნოემბერი 2009
  • 3899
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)