ბეილი კრიშტიანუზე

ბეილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა კრიშტიანო რონალდუზე


"მადრიდის რეალის" შემადგენლობაში თამაში: "ის, რომ "მადრიდის რეალი" გიკავშირდება მხოლოდ ერთხელ ხდება შენს ცხოვრებაში. ეს უდიდესზე უდიდესი კლუბია. ის მსოფლიოში საუკეთესო და უძლიერესია. ეს მუდამ იყო ჩემი ოცნება. როცა პატარა ვიყავი, მე და ჩემს მეგობრებს მუდამ გვიყვარდა ევროპული ფეხბურთი და იმ დროს "მადრიდის რეალი" წამყვანი კლუბი იყო. როცა მის თამაშს ვნახულობდით, მახსოვს როგორ ვნატრობდით აქ თამაშს. მეგობრები მუდამ ვცდილობდით, რომ მოედანზე ისე გვეთამაშა, თითქოს "მადრიდის რეალის" ფეხბურთელები ვიყავით. იქიდან მოყოლებული მუდამ ვნატრობდი აქ თამაშს. მომწონდა და მიყვარდა ის ფეხბურთი, რომელსაც ეს კლუბი მუდამ თამაშობდა და ის სანახაობა, რომელსაც ის მუდამ დგამდა. მე მის ფეხბურთელებზე ვგიჟდებოდი...ეს გასაოცარია, დღეს მე კი უკვე აქ ვარ."

პრეზენტაცია: "როცა ჩემი სიტყვის წარმოსათქმელად მივდიოდი და ამდენ ხალხს ვხედავდი ჩემს წინ, ცოტა უცნაურად ვიგრძენი თავი... ეს ამაღელვებელია."

ყიდვის პროცესი: "ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ასეთი ინტერესი არსებობდა და სურდა, რომ ეს ამ ზაფხულს მომხდარიყო. სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს არ მეგონა, რომ ოდესმე ასეთ მომღიმარი სახით მოგცემდით ინტერვიუს. ეს მე ძილში მესიზმრებოდა ხოლმე წლების წინ. მას შემდეგ მე მუდამ ვლოცულობდი და ვოცნებობდი ამაზე. რომ ვთქვა, რომ ეს ცოტა სტრესული სიტუაცია იყოთქო, მოგატყუებთ. ინფორმაციის გავრცელებიდან მოყოლებული დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე დასრულდებოდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მე მესმის დანიელ ლევის, ვინაიდან ის კლუბის მიზნებისთვის მოქმედებდა და ცდილობდა "ტოტენჰემის" ინტერესების დაცვას. ეს რთული პერიოდი იყო. არასდროს არ უნდა თქვა არასდროს , მითუმეტეს ფეხბურთში. სანამ უშუალოდ ხელი არ მოვაწერე კონტრაქტს, მანამ არ ვიყავი 100%-ით დარწმუნებული, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ დღეს უკვე აქ ვარ და ეს ჩემი ოცნებაა. მე უკვე ამ კლუბში ჩემი მომავლისთვის ვიღვწი."

ტრანსფერის ფასი: "ეს ჩემი აზრით ორი კლუბის საქმეა. რა თქმა უნდა, დანიელს დიდი ფულის მოხსნა სურდა ჩემს სანაცვლოდ. ფეხბურთი ისაა, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს. ყველაფერს გავაკეთებ ამ კლუბისთვის და იმედების გასამართლებლად."

ახალი თანაგუნდელები: "მე გახარებული ვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებთან მიწევს ვარჯიში. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, კრიშტიანო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ის ყველაზე სრულყოფილია და მე მასთან ერთად ვაპირებ ვარჯიშს, იმისთვის, რომ ვითამაშო მასთან ერთად და ვისწავლო მისგან, როგორც საუკეთესოსგან. ჩემი განვითარებისთვის აუცილებელია საუკეთესო მწვრთნელი და მწვრთნელთა შტაბი, რასაც ნამდვილად არ ვუჩივი. ზიდანი რომ გყავს გვერდით, სხვა რა უნდა ინატრო იმისთვის, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გახდე." dle 10.1

  • shvela
  • 16 სექტემბერი 2013
  • 6666
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)