მარსელინო: "ვილიარეალი" სტილს არ შეცვლის"

"ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტოპალმა, პირობა დადო, რომ მისი გუნდი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ საუკეთესო თამაშის ჩვენებას შეეცდება და სტილს არ შეცვლის.


დღეს "ელ მადრიგალზე" ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდებიან, რადგან "ვილიარეალს" და "რეალს", ორივეს 9 ქულა აქვთ, რომელთაც პირველი სამივე თამაში მოიგეს, "ბარსელონასთან" და "ატლეტიკოსთან" ერთად.

"თამაში "რეალის" წინააღმდეგ განსხვავებულია, განსაკუთრებით, მოლოდინი თვალსაზრისით", - განაცხადა მარსელინომ ჟურნალისტებთან.

"მაგრამ სპორტული თვალსარზით, ეს არის კიდევ ერთი რთული მატჩი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოგებას. ჩვენ საუკეთესო თამაშის ჩვენებას და გამარჯვებას შევეცდებით, არ აქვს მნიშველობა, თუ ვის წინააღმდეგ ვითამაშებთ."

"ჩვენ დიდად არაფერს შევცვლით. შეიძლება შეიცვალოს ზოგიერთი მცირე დეტალი, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე ძალიან საშიშია, მაგრამ ჩვენ ყველაზე ძლიერი მხარეების გამოვლინებას შევეცდებით. დიდი ცვლილებები არ იქნება."

"მადრიდის "რეალს" აქვს ბევრი რესურსი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი - ძალიან სწრაფი ფეხბურთელები. მათი შეჩერება ძალიან რთული იქნება, ბევრი მატჩი მოიგეს, მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ. აუცილებელია პრესინგი, მაგრამ ეს რთული იქნება." dle 10.1

  • Ricky.
  • 14 სექტემბერი 2013
  • 1329
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)