ანჩელოტის პრესკონფერენცია

კარლო ანჩელოტი ხვალინდელი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა


კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე ბეილის სანაცვლოდ გადახდილი თანხა დაიცვა: "სხვები უფრო მეტ თანხას მისცემდნენ მის სანაცვლოდ." ასევე მან იოზილის წასვლაზეც ისაუბრა: "მე მსურდა, რომ მას კლუბი დაეტოვებინა"

ბეილი: "ის დღეს დღეობით ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. "ტოტენჰემს" მის სანაცვლოდ უფრო დიდი შემოთავაზებებიც ქონდა, მაგრამ ფეხბურთელის განწყობამ თავისი გაიტანა. მე მიკვირდა, თუ როგორ სურდა მას აქ მოსვლა. ის დიდებული ფეხბურთელია."

იოზილი: "ბევრმა ადამიანმა ისაუბრა ამაზე და მეც მინდა ჩემი აზრი გაგიმხილოთ. რა ნდობის უქონლობაზეა საუბარი, როცა სამიდან ორი თამაში სასტარტოში ჩაატარა. "მადრიდის რეალიდან" თავისი სურვილით არავინ არ მიდის. ისკოსა და ბეილის ყოლით მე უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი მყავს, ამიტომაც ვარჩიე მისი გაშვება. ის, რომ იოზილი კარგი თანხის სანაცვლოდ გავუშვით ტექნიკური შტაბის და ჩემი გადაწყვეტილება იყო, ასე რომ მას წარმატებებს ვუსურვებ."

ილარამენდი: "ის მზადაა სათამაშოდ, ამიტომაც ხვალ მოედანზე გამოვა, სავარაუდოდ სასტარტო შემადგენლობაში იქნება."

კაკა: "მინდოდა , რომ ის წასულიყო, ვინაიდან აქ თავს კომფორტულად არ გრძნობდა. მას უფრო მეტი სათამაშო დრო სურდა, ამიტომაც კარგად ნაცნობი "მილანი" არჩია , სადაც გულშემატკივრები მას კარგად იცნობენ. წარმატებები და წინსვლა ახალ სახლში."

კრიშტიანო და ბეილი: "ჩვენ ორ დიდებულ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ და დარმწუნებული ვარ, რომ დიდ სარგებელს მოუტანენ კლუბს"

ფიფას ვირუსი: "არ არის ადვილი 17-ზე მეტი ფეხბურთელის გარეშე თამაშებისთვის მომზადება და მითუმეტეს "ვილიარეალის" წინააღმდეგ, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ხვდება ამ შეხვედრას და რომელმაც წინა სამივე თამაში მოიგო. ეს რთული იქნება. მიუხედავად ამისა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან მალე ჩემპიონთა ლიგაც იწყება და გვინდა, რომ ყველა ფეხბურთელი მენტალურად მზად იყოს. გვქონდა პრობლემები, ოთხი ფეხბურთელი დაგვიშავდა. საბედნიეროდ ისკომ მოახერხა გამოჯანმრთელება, მაგრამ მარსელო, კოენტრაუ და არბელოა კვლავ ტრავმირებულები არიან. ალბათ ნაჩო ითამაშებს მარცხენა ფლანგზე"

საუკეთესო გუნდი, რომელიც მას ოდესმე ყოლია: "მე საუკეთესო ფეხბურთელებთან და ჯგუფებთან მიმუშავია და არ შემიძლია შედარების გაკეთება. ეს გუნდი საკმაოდ ნიჭიერია და მე ბედნიერი ვარ ამით. იმედი მაქვს სუაკეთესო შედეგებს დავდებთ, მაგრამ დარწმუნებით ამას ვერ გეტყვით."

იკერ კასილასი: "იკერი სამშაბათს ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე, ასე რომ ყველანი ბედნიერები არიან." dle 10.1

  • shvela
  • 13 სექტემბერი 2013
  • 2279
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (84)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)