ზიზუ : ''დი მარია დარჩა საბრძოლველად, ოზილი კი გაექცა კონკურენციას''

ზიდანმა ინტერვიუ მისცა Real Madrid TV -ის. მან ისაუბრა რამდენიმე მეტად საინტერესო თემაზე


იყო მწვრთნელი
მე ვერ წარმოვიდგენდი რა რთული ყოფილა მწვრთნელობა. ეს საქმიანობა უდიდეს დაძაბულობას ჰგვრის ადამიანს. მე მოვედი დასახმარებლად, კარლო ანჩელოტის გვერდით ვუდგავარ. ყველას მოეხსენება, რომ იგი კარგი მწვრთნელია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ იტალიელი კარგი ადამიანიცაა.

მე ყოველთვის განვიცდი იმ ფაქტს , რომ ფეხბურთს ვეღარ ვთამაშობ. მეთამაშა სპორტის ნომერ პირველი სახეობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში.

ტრამვიანობა გუნდში
ტრამვები ყოველთვის უშლის გუნდს განვითარებაში. გუნდის წამყვანი ფეხბურთელები მწყობრში არიან, წარმატებული წლის მოლოდინში ვართ.

ვარანი და ახალგაზრდები


ახალგაზრდების და ვეტერანების შერწყმას კარგი შედეგი მოაქვს. ვარანი მაქსიმალურად ცდილობს ბევრი ისწავლოს რამოსისგან და პეპესგან. ის ჭკვიანია და ყველაფერს სწრაფად ითვისებს.

ბეილი
ვფიქრობ ბეილის შეძენა უმნიშვნელოვანესია ''რეალისთვის''. ბოლო ორი სეზონი მან უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ის ბევრ რამეში დაგვეხმარება და ძალიან გაგვაძლიერებს. შესაძლოა გარეტმა მცირე წნეხი იგრძნოს, თავიდან მეც ასე ვიყავი, როცა პერესმა მიყიდა, თუმცა დრო ყველაფრის მკურნალია. ''რეალი'' არის შეუფასებელი კლუბი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა დანარჩენს ერთი თავით აღემატება, ამიტომაც მხოლოდ ამ გუნდს შეუძლია საუკეთესო ტრანსფერების გაჩარხვა.

წნეხი რონალდოს
უდიდესი წნეხი მოდის მთლიანად მადრიდის ''რეალზე'' , ამიტომაც გასაკვირი არ იქნება, რომ ეს დაძაბულობა ფეხბურთელებზეც აისახოს. რონალდო საუკეთესო მაგალითია, იმისა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა, როგორ მარტივად დასძლია ყველანაირი დაბრკოლება და გადალახა ყველანაირი წნეხი. დღეისათვის კრისი ყველა დანარჩენ ფეხბურთელზე მაღლა დგას. ის არის საუკეთესო თავდამსხმელი მსოფლიოში. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ შემადგენლობა ისკოს, ხესეს და მორატას დამატებით. მათ უდიდესი გამძლეობა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს,რაზეც ვერ ვიტყვით ყველა ფეხბურთელზე. მაგ : დიმარიას სურდა დარჩენა და ბრძოლა, ოზილი კი გაექცა ამ ყველაფერს. ისკო არის ძალიან ეფექტური მოთამაშე, შესაძლოა მისი მრავალფეროვნება აკლდა ''რეალს''ამ დროის განმავლობაში. რაც შეეხება ილარამენდის, ისიც წამყვანი ფეხბურთელი გახდება გუნდისა.
მეკარეები
ჩვენ გვყავს ორი უმაღლესი დონის გოლკიპერი, ორივე ფანტასტიურია და ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება dle 10.1

  • Stifler
  • 12 სექტემბერი 2013
  • 4796
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)