მორატა: "იმედი მაქვს უფრო მეტი სათამაშო დრო მექნება, ვიდრე წინა წელს"

ალვარო მორატა ჟურნალისტებს გაესაუბრა და საკმაოდ საინტერესო თემებზეც ისაუბრა.


"ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და იმედი მაქვს წელს უფრო მეტი სათამაშო დრო მექნება, ვიდრე წინა წელს. ვიმედოვნებ, რომ კლუბს ქულების მოპოვებაში დავეხმარები"

"ახალგაზრდა ვარ და ჯერ კიდევ ბევრი რამე უნდა ვისწავლო. მჯერა, რომ ჩემი კოლეგები, ვისთან ერთადაც ვთამაშობ "მადრიდის რეალში" ბევრს მასწავლიან და დამეხმარებიან"-განაცხადა 21 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა.

თავის შანსებთან დაკავშირებით , "მადრიდის რეალის" თავდამსხმელმა განაცხადა: "მე ვაცნობიერებ, რომ როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში ჩემი ვარიანტის განხილვისას სხვების უკან ვიქნები, მაგრამ მჯერა, რომ შანსი მომეცემა და მე მას აუცილებლად გამოვიყენებ. როცა მზად ხარ და ისე მოდიხარ აქ, მაშინ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია."

ის დარწმუნებულია, რომ კარლო ანჩელოტი თვალს ადევნებს მის თამაშებს და რომ ბენზემას შემდეგ ის განიხილება თავდამსხმელის პოზიციაზე: "ასე მოხდა ევროპის ჩემპიონატზე. მე სათადარიგო ვარიანტად განვიხილებოდი და გამიკვირდა, როცა მწვრთნელმა გამომიძახა. საბოლოოდ კი ტურნირი საუკეთესო ბომბარდირის რანგში ჩავამთავრე."

მორატა "თეთრების" ერთგულია, აქაურია და ამიტომაც არსად წასვლას არ აპირებდა, მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა: "ესაა გადაწყვეტილება, რომელიც კარიერის და სეზონის მანძილზე თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. კარვახალმა წასვლა გადაწყვიტა და როგორიც დაბრუნდა თავად ხედავთ, მაგრამ არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც უდიდესი ნიჭის პატრონები იყვნენ და რომლებმაც დაგვტოვეს, მაგრამ არ დაბრუნებულან. ასე რომ. არ იცი რა მოხდება მომავალში. ამას ვერავინ ვერ გეტყვის." dle 10.1

  • shvela
  • 12 სექტემბერი 2013
  • 1521
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)