კალდერონი: „ჩემი დამსახურებაა, რომ იკერი „რეალში“ თამაშობს“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი, რომლის პერიოდშიც, კლუბმა 2 პრიმერა დივიზიონი მოიგო, გამოცემა „ას“-თან ინტერვიუში, სამეფო კლუბში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.


- როგორც უყურებთ „რეალის“ ახალ პროექტს, რომელიც საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება?
- წმინდა ტექნიკურ საკითხებში არ ჩავერევი, რამეთუ ეს პროფესიონალების საქმეა.მე მხოლოდ ვისაუბრებ, როგორც სამეფო კლუბის რიგითი ქომაგი, რომელიც მივიჩნევ, რომ იგუაინის გაყიდვა დიდი შეცდომაა.ფეხბურთელებისადმი ამგავრი მიდგომა, პერესის ტაქტიკის ნაწილია, რომელმაც არგენტინელი ფორვარდი, სნეიდერივით და რობენივით გაუშვა გუნდიდან.ასევე მიმაჩნია, რომ ბეილის შეძენაც დიდი რისკია.ფეხბურთელში ასტრონომიულ თანხას იხდი და არ იცი, გაამართლებს თუ არა.ყველაფერი სხვანაირად იყო რონალდუს შემთხვევაში, რომლის შესაძლებლობებშიც არავის ეპარებოდა ეჭვი.

- თქვენ ახსენეთ იგუაინი, მაგრამ რას ფიქრობთ იოზილის წასვლაზე?
- ამ მოვლენამ ძალზედ გამაოცა, თუმცა ბეილის სატრანსფერო თანხა ისეთი იყო, რომ რომელიმე ვარსკვლავს უნდ დაეტოვებინა კლუბი.

- თქვენ გაუშვებდით მესუთს?
- უწინარეს ყოვლისა, მთავარ მწვრთნელს ვკითხავდი აზრს.მოცემულ შემთხვევაში, ვერ გეტყვით, რა პოზიცია უჭირავს კარლო ანჩელოტის.ვფიქრობ, ბუნდოვანია, როდესაც ფეხბურთელს გუნდის ლიდერს ეძახი და შემდეგ ერთი ხელის მოსმით უშვებ.ჩემი აზრით, კლუბში საკადრო პოლიტიკის გატარება, დამრიგებლის პრეროგატივაა.

- პერესი ამტკიცებს, რომ ბეილი 91 მლნ. დაუჯდა, თუმცა ინგლისური კლუბის ინფორმაციით, გარეთში მადრიდელებმა 101 მლნ. გადაიხადეს.რატომ ხდება ეს?
- პირველ რიგში კრიშტიანუს გამო, შემდეგ იმიტომ ხდება ეს, რომ დასახელებული ციფრი ძალიან არ ანათებდეს.ჩემი აზრით, გამომდინარე იქედან, რომ „ტოტენჰემმა“ გარკვეული შენტანი უნდა გააკეთოს საგადასახად ორგანოში, ისინი არ მოიტყუებიან და სწორედ ამიტომაც, ინგლისურ ვერსიას უფრო ვემხრობი.

- ზაფხულში განვითარებული მოვლენებიდან, რა მოგეწონათ გუნდში?
- გამიხარდა კარლო ანჩელოტის მოსვლა, რომელიც ღირსეული ადამიანი.იტალიელმა სამეფო კლუბშ სიმშვიდე და სამუშაო გარემო მოუტანა, რაც მადრიდლეებს აკლდათ მოურინიოს დროს, თუმცა კასილიასის შემთხვევა ყველაფერს ფარავს.

- რატომ?
- იკერის სათადარიგო დასმა, სულაც არარის მწვრთნელის გადაწყვეტილება.ანჩელოტი აღნიშნულ ინტრუქციას პერესისგან იღებს, რომელსაც დიდად არასოდეს ეხატებოდა გულზე „რალის“ პირველი ნომერი.ფლორენტინოს ყოველთვის სურდა ბუფონის გადმობირება.

- და რა პრობლემა აქვს პერესს კასილიასთან?
- საქმე იმაშია, რომ პერესი ყოველთვის ავადმყოფურად უდგება იმ ფეხბურთელებს, რომელთაც მისი მოღვაწეობის დროს არ დაუმკვიდრებიათ ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.გაიხსენეთ, რა უცებ ჩამოწერა მან ფერნანდო რედონდო.რაც შეეხება რაულსა და კასილიასს, მას არასოდეს უყვარდა ეს 2 ფეხბურთელი.დარწმუნებული ვარ, თავის დროზე იკერთან კონტრაქტი რომ არ გამეხანგრძლივებინა, დღეს ის სამეფო კლუბის მოთამაშე არ იქნებოდა.

- შესაძლებელია, ბეილის ტრანსფერი ისეთივე რენტაბელური გამოდგეს, როგორც კრიშტიანუს...
- ხმები ფეხბურთელების მაისურების გაყიდვაზე, საკმაოდ გადაჭარბებულია.მეორე საკითხია, სპონსორებისგან მიღებული თანხა, რომელიც მაინც არ აღემატება მოთამაშეში გადახდილს.ძვირადღირებული ფეხბურთელები ტიტულების მოსაგებად მოყვათ და არა ეკონომიკური გარემოს გასაუმჯობესებლად.ეს პრესტიჟის საკითხია.

- კრიშტიანუში 96 მილიონის გადახდას დათანხმდით და ამ თანხის ამორებაზე არ გიფიქრიათ?
- რასაკვირველია, კრიშტიანუსთან მოლაპარაკება ჩემი პრეზიდენტობის დროს დასრულდა.შეთანხმება იყო შემდეგნაირი: რონალდუ წელიწადში ხელფასის სახით აიღებდა 8.5 მლნ. პლიუს 1.5 მლნ. სპონსორისგან.საერთო ჯამში მიღებული 10 მლნ. შემდეგანირად ნაწილდებოდა: 6.5 მლნ. პორტუგალიელს, ხოლო დარჩენილი თანხიდან 40 % ასევე მას, 40% კლუბს და 20% აგენტს.

- რას ფიქრობთ კაკაზე?
- ჩვენ გვქონდა შანსი მისი გადმობირებისა, თუმცა სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ, გადავიფიქრეთ.ფლორენტინომ კი ფეხბურთელში 67 მილიონი გადაიხადა და დიდი ეჭვი მაქვს, დღესაც ხელფასის ნახევარს უხდის.

- და ეს ინფორმაცია მართალია?
- დოკუმენტაცია არ გამაჩნია.უბრალოდ ჩემი აზრია.

realmadrid.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (56)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)