მადრიდელთა სანაკრებო მონაგარი

როგორც იციცთ, მიმდინარე კვირაში, სანაკრებო ბატალიების 1-ლი ეტაპი დასრულდა.თვალი გადავავლოთ მადრიდელი ფეხბურთელების მონაგარს ეროვნული გუნდების რიგებში.


კრიშტიანუ რონალდუ
პორტუგალიელთა კაპიტანმა და იმედმა, ჩრ.ილანდიასთან თანამემამულეები არ შეარცხვინა.კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა რა 3 გოლი, ჯერ მარცხისგან იხსნა გუნდი, ხოლო შემდეგ თამაში მოაგებინა.ნიშანდობლივია, რომ ეს მისთვის პირველი ჰეთ-თრიქი გამოდგა „წითელი მაისურით.“ ამასთან, მისმა სანაკრებო გოლებმა 43 მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რონალდუ პორტუგალიის საფეხბურთო ისტორიაში, რიგით მე-2 საუკეთესო ბომბარდირია და პაულეტოს მხოლოდ 4 ბურთით ჩამორჩება.

ფაბიუ კოენტრაუ
ირლანდიელებთან მატჩში გარდატეხის შეტანა, კოეს სახელზეა.2-2 ანაგრიშის დროს, მარცხენა გარემარბმა გამოზმილი პასი დაასვა თავზე რონალდუს და ამ უკანასკნელმაც თანაგუნდელს შრომა დაუფასა.

პეპე
პორტუგალიელებმა მეტოქისგან 2 გოლი მიიღეს, თუმცა ამაში წვლილი ყველაზე ნაკლებად მადრიდელ მეცველს მიუძღვის.

მარსელო
ბრაზილია-ავსტრალიის მატჩის 44-ე წუთზე, ხუმარა ბიჭუნას საკაცით მოუწია მწვანე მოედნის დატოვება.ფეხბურთელმა ტკივილები იგრძნო მარცხენა ფეხის არეში.ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია, რამდენი ხანი დაისვენებს მარსელო, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის მხოლოდ 3 კვირა გამოაკლდება „რეალს.“

გარეთ ბეილი
მადრიდში ახლადგადმოსული შემტევის ნაკრებმა, მაკედონიასთან სტუმრად 2-1 წააგო, რითიც მსოფლიოს 2014 წლის მუნდიალზე მოხვედრის შანსი მნშვნელოვნად შეიმცირა.მატჩამდე წერდნენ, რომ გარეთს რამდენიმე წუთით ვიხილავდით მოედანზე, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა მისი თამაში არ გარისკა.უელსელები რამდენიმე დღეში სერბეთს შეერკინებიან და ნაკლებად სავარაუდოა, გარეთის გამოჩენა საქმეში.

კარიმ ბენზემა
ფრანგი ფორვარდი სანაკრებო დონეზე, უკვე 15 მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებს თავის გამოჩენას.ბენზემამ მორიგი უღიმღამო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.ის 61-ე წუთზე შეცვალეს

სერხიო რამოსი
რაულ ალბიოლთან ტანდემში, ანდალუსიელმა მცველმა საკმაოდ მაღალ დონის ფეხბურთი აჩვენა ფინელებთან დაპირისპირებაში.27 წლის ასაკში, სერხიომ 110 სანაკრებო თამაშს მოუყარა თავი, რაც ესპანეთის ისტორიაში მეოთხეა.

ნაჩო
ახალგაზრდა მადრიდისტა პირველად გამოიძახეს „ფურია როხას“ მთავარ გუნდში, თუმცა მას სკამიდან ადგომა არ მოუწია.

ისკო
ნაკრების ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, ყოფილმა მალაგელმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გამოტოვა.

იკერ კასილიასი
ვისენტე დელ ბოსკეს კარლო ანჩელოტის მსგავსად, სათადარიგო სკამზე არ დაუტოვებია დიადი კიპერი, რომლისთვის ფინეთთან ორთაბრძოლა 150-ე გამოდგა ნაკრების მაისურით.კასომ შესანიშნავად იასპარეზა და 1-2 ეპიზოდში, გოლისგანაც იხსნა გუნდი.

ალვარო არბელოა
ამ უკანასკნელმა სათადარიგო სკამზე გაატარა 90 წუთი.

ხესე
სამეფო კლუბის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ახალგაზრდამ, ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა.როდრიგესი 65 წუთზე ჩაერთო საქმეში და ტაიმის მიწურულს თავი გამოიჩინა.

დანიელ კარვახალი
ახალგაზრდულ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა „ლევერკუზენიდან“ სახლში დაბრუნებლმა მარჯვენა მცველმა.დანიმ ჯერ თავად მოახერხა თამაშში ანგარიშის გახსნა, ხოლო შემდეგ თითო-თითო ბურთი, მორატასა და ხესეს შეაგდებინა.

ალვარო მორატა
ავსტრიელებთან დაპირისპირებაში, ქომაგებმა ალვაროს ფურორი იხილეს.სამეფო კლუბის მეორე ფორვარდმა, „ფურია როხას“ პოკერი შესძინა.ეს მისთვის ნაკრებში ჩატარებული ბოლო 6 მატჩში, მე-8 გოლი გახლდათ.

სემი ხედირა
შვაინშტაიგერის არყოფნის პირობებში, ხედირამ და კროოსმა, გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვაში საიმედოდ ითამაშეს.

ლუკდა მოდრიჩი
როგორც წესი, მადრიდისტა განაგრძობს ეროვნული ნაკრების დირიჟორობას.ხორვატებმა ფრე გააგორეს, მაგრამ ჯგუფში პირველ პოზიციას ინარჩუნებენ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)