ანჩელოტი: „ჩვენი ამოცანაა შეტევითი სტილის ფეხბურთის თამაში“

ანჩელოტიმ Uefa.com-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.


„ვფიქრობ, საკმაოდ დაბალანსებული და კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, სადაც ერთმანეთთან კარგადაა შერწყმული ტალანტი და გამოცდილება.ამჟამინდელი ფორმაციის „რეალს,“ შესწევს უნარი აჩვენოს სანახობრივი ფეხბურთი.სამეფო კლუბში მიზანი ყოველთვის ერთია - ისეთი ფეხბურთის ჩვენება, რომელშიც ისტორიისა და ტრადიციის ელემენტებია ჩადებული.ჩვენ მხოლოდ შეტევით სტილსა და შთამბეჭდავ ბურთის გორაობას მივანიჭებთ უპირატესობას.“

„მადრიდში ჩამოსვლიდან 1 თვე გავიდა.თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი რიგზეა.„რეალი“ კარგადაა ორგანიზებული და მეც ადაპტაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ შემქმნია.ვგონებ, სატრანფერო ფანჯარაზე პატარა ცვლილებები მოხდა გუნდის ბირთვში.მოვიდნენ ახალგაზრდები და თან მოიტანეს უზარმაზარი ენთუზიაზმი.“

„ჩვენთან მოვიდა ბეილი, რომლის შესაძლებლობების შესახებ, ყველას კარგად მოეხსენება.ამასთანავე, კარგი დამატება მივიღეთ კანტერადან, ხესესა და კაზემიროს სახით.გუნდის რიგები გააძლიარა კარვახალმაც, რომელიც საკუთარ სამუშაოს ჩინებულად ასრულებს.ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ისკოსა და ილიარამენდიზეც, რომელთაც პრიმერაში თამაშის კარგი გამოცდილება აქვთ.“

„გარეთი ძალიან სწრაფი ფეხბურთელია და ამის ხარჯზე თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.მის ძლიერ მხარეში, ბურთის კარგი კონტროლი და ყუმბარისებული დარტყმაც შედის.ვფიქრობ, ბეილი განსაკუთრებული დინამიკის მოთამაშეა.ეჭვგარეშეა, რომ სამეფო კლუბშიც მაღალ დონეზე იასპარეზებს.სიმართლე გითხრათ, მასთან საუაბრი ვერ მოვასწარი, რამეთუ სანაკრებო ბატალიებში ჩაერთო, თუმცა მალე დაგვიბრუნდება და ვიხილავთ საქმეში.“

„ბეილის მოსვლით, რონალდუ ცენტრში არ გადაიწევს.ჩვენ ასეთ პირობებში, ისეთ სათამაშო ტაქტიკას შევარჩევთ, რომელიც კომფორტული და მისაღები იქნება ორივე ფეხბურთელისთვის.“

„ბუნებრივია, ზეწოლა ყოველთვის იქნება, როდესაც დამრიგებლის პოსტი გიკავია.როგორც პარიზში, ასევე მადრიდში, დიდი ზეწოლა მოდის, რამეთუ მიზნები ძალიან მაღალია.“

„ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი, კარგი სტიმულია თითოეული ჩვენგანისთვის.თუ ამის გაკეთება წელს მოვახერხეთ, უდიდესი წარმატები იქნება ყველასთვის.“

„ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლა, ადვილი ნამდვილად არ არის.შეიძლება გუნდმა ფავორიტის სტატუსით დაიწყოს ასპარეზობა, მაგრამ შემდეგ დაკარგოს ის.ასე იმიტომ ხდება, რომ ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული გათამაშებაა და თითოეული გუნდი მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს.“

„იუვე“ და „გალა“ არიან გუნდები, რომელთაც ჩ/ლ-ზე დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, ხოლო „კოპენჰაგენი,“ ტურნირის სიურპრიზია.არ ვფიქრობ, რომ იოლი ჯგუფი შეგვხდა.„ბებერ ქალბატონში“ 2 წელი ვიმუშავე და მინდა გითხრათ, რომ ტკბილად მახსენდება იქ გატარებული პერიოდი.ამ მომენტისათვის, „იუვენტუსი“ ბრძოლისუნარიანი და ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.ამასთანავე, მათ სათავეში დგას ადამიანი, რომელიც უკვე მესამე სეზონს ატარებს ტურინში და ყველაფერი ხუთიანზე იცის.“

„საფრანგეთში მუშაობა შესანიშნავი იყო.პარიზელებმა 18 წლიანი პაუზის შემდეგ ლიგა 1 მოიგეს, რაც ძალიან სასიხარულოა.ვფიქრობ, იქაურო ჩემპიონატი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვებისგან.ფრანგებს ინტენსიური თამაში და მოედანზე სწრაფი გადაადგილება უყვართ.“

„ალექს ფერგიუსონი დიდებული მწვრთნელი გახლდათ, რომელმაც საკუთარი ეპოქა შექმნა მსოფლიო ფეხბურთში.მისი თვისებები და უნარები, ყველასათვის მისაბაძია.“

realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)