მეკარეთა როტაცია შედეგის მომტანია?

როგორც იცით, კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, იკერ კასილიასი ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის შეხვედრებში გამოჩნდება მოედანზე.


სამეფო კლუბის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მთავარი მწვრთნელები გოლკიპერთა როტაციას მიმართავდნენ.„მარკას“ აზრით, ამ მეთოდმა „რეალი“ ბევრჯერ ახეირა.

1997-98 წ.წ. სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 32 წლიანი მშრალი სერიის ფონზე, გუნდი იუპ ჰაინკესმა ჩაიბარა, რომლის დარიგებულებმაც საფინალო დაპირისპირებაში „იუვენტუსთან“ მოიპოვეს ჩემპიონობა.იმ დროს, გუნდის მთავარ კარის დამცველად სანტიაგო კანისარესი მოიაზრებოდა, თუმცა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ძირითადში ბოდო ილგნერმა დაიდო ბინა.

2 წლის შემდეგ, როდესაც „ბლანკოსმა“ უკვე ვისენტე დელ ბოსკეს პირობებში მე-8 ლიგა მოიგო, პირველ ნომრად ილგნერი ითვლებოდა, რომელმაც შუა სეზონში ტრავმა მიიღო.მისი შეცვლა ახალგაზრდა იტალიელი კიპერით, ალბიანო ბისარით მოხდა, თუმცა ამავდროულად, კლუბის კანტერადან კასილიასს უხმეს, რომელმაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, სასტარტოში არავის დაუთმო ადგილი.

და ბოლოს, მე-9 თასის მოგების დროს, დელ ბოსკემ პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩებში იკერსა და სეზარს თანაბარი დრო მისცა, ხოლო მეორე ჯგუფური ეტაპის ფარგლებში, კასო შეუცვლელი გახლდათ, თუმცაღა ტურნირის ბოლომდე ასე არ გაგრძელებულა.მოვიდა თუ არა ფლეი-ოფის დაპირისპირებები, ძირითადში კვლავ სეზარი გამოჩნდა.იკერი მხოლოდ მაშინ ჩაერთო საქმეში, როდესაც ტურნირის ფინალში „ბაიერთან,“ სანჩესმა ტრავმა მიიღო და ალბათ, ყველას გახსოვთ, თუ რა საოცრად ირჯებოდა შეცვლაზე შემოსული კასილიასი.

იქედან მოყოლებული, 11 წლის მანძინზე, კასილიასი უკონკურენტო იყო და „რეალში“ მეკარეთა როტაცია არ მომხდარა.ახლა კი, სიტუაცია სხვაგვარადაა.შეიძლება ისტორია განმეორდეს და საქმისადმი ამგვარმა მიდგომამ, შედეგი გამოიღოს.

merengues.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)